ვენეციის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „აპრილი“ ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა
კულტურა
08-09-2024 11:46
ქართველი კინორეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალზე წარმატებას მიაღწია და სპეციალური პრიზი დაიმსახურა!
ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური ნამუშევარია. ქართულ მხარეს წარმოადგენს კინოკომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტი“ (Independent Film Project) და პროდიუსერი არჩილ გელოვანი.
ფილმი სოფლის მეან-გინეკოლოგ ნინაზე (ია სუხიტაშვილი) მოგვითხრობს, რომელიც არალეგალურ აბორტებს უკეთებს სიღარიბეში მცხოვრებ ქალებს. მკვდარი ჩვილის დაბადების შემდეგ შიდა გამოძიება იწყება.
ბოლო 30 წლის განმავლობაში “აპრილი” პირველი ქართული ფილმია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა.
ვენეციის 81-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს ლომი, პედრო ალმოდოვარის ფილმმა “ოთახი მეზობლად” მიიღო.
ნანახია: 635
მსგავსი სიახლეები
clickss