2024-10-18

05:48

საქართველოს დღეები იაპონიაში წარმატებით დასრულდა!

კულტურა
18-06-2024 11:34
15-16 ივნისს ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ - იოიოგის პარკში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართული „საქართველოს დღეები იაპონიაში“ უამრავი სტუმრის მასპინძლობის შემდეგ წარმატებით დასრულდა.
ამგვარი პროგრამები ორ ქვეყანას შორის კულტურული და სპორტული კავშირების გამყარებას, ასევე, იაპონელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და სპორტის ტრადიციების გაცნობას ემსახურება.
პირველივე დღეს მრავალფეროვანმა კულტურულმა და სპორტულმა ღონისძიებებმა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია და ორი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში გაიმართა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ბასიანის“, იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, ასევე, ეთნოჯაზბენდ „ირიაოსა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტები; პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს უჩვენა წარმოდგენა - „„შენ ხარ ვენახი“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა“; მოეწყო ქართველი რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.); შეჯიბრებები გაიმართა მკლავჭიდში, კარატესა და ხრიდოლში; სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ცნობილმა ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა კარატეში გოგიტა არქანიამ. სტუმრებს მათთან შეხვედრის საშუალებაც ჰქონდათ.
ღონისძიებებში მონაწილეობისთვის იაპონიაში ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი) იმყოფებოდა.
საქართველოს დღეების მიმდინარეობისას ასევე ჩატარდა იაპონიაში მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების - „იაპონელების“, „საფირონებისა“ და „ამფორას“ კონცერტები; გაიმართა მელიტა ლომაძის სტუდია „მელიტა დანს სტუდიოს“ წარმოდგენა; სტუმრების წინაშე წარდგნენ იაპონელი სპორტსმენებიც.
ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იყო.

მსგავსი სიახლეები

2024-10-16 14:16
კულტურა

თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა

გამოფენის გახსნას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

2024-10-01 17:13
კულტურა

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო - ევროს საკოლექციო ბანკნოტზე გამოსახეს!

ღვინის სამშობლო - ეს ევროპის შუაგულში კიდევ ერთხელ აღნიშნეს და ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს. ამის შესახებ

2024-09-26 10:43
კულტურა

2024 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგი

საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მოწყობის იდეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაცხადია ქართული ენის, კულტურისა

2024-09-25 11:11
კულტურა

დანიაში ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

პირველივე დღეს „დეტ ნი თეატრიში“ გაიმართა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის

2024-09-18 16:13
კულტურა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტი უმასპინძლებს ფესტივალს “EU4Culture Network Festiv

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები