2025-11-28

12:28

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

საზოგადოება
28-11-2025 11:56

დღეს, 28 ნოემბერს, IWSC  -ის კომპეტენტური ჟიური ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსან  ღვინოებს გამოავლენს. წელს კონკურსზე უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის  ღვინო დარეგისტრირდა და ქართველ მწარმოებლებს  შესაძლებლობა აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო ისევ საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. 

ამასთან, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების IWSC-ის კონკურსს პირველად უზბეკეთიც შეუერთდა. უზბეკური მეღვინეობები წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia- ს კონკურსში. 

აღსანიშნავია, IWSC საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს ატარებს. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 24-28 ნოემბერს წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში იმართება, რაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცემს შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაეცნონ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.

IWSC-მა საქართველოში ტრადიციულად, საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავური გუნდი ჩამოიყვანა, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ტარდება. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად არიან საერთაშორისო ჟიურის წევრები, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები. წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს.

 

მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. მას შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები.

წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ გამორჩეული პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან:  სანი ჰოჯი – ღვინის კონსულტანტი და ანტრეპრენერი. ცნობილია ღვინის ბიზნესის მართვაში თავისი ინოვაციური ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით. რებეკა პალმერი – ბრიტანეთის ყველაზე ძველი ღვინის სავაჭრო ქსელის Corney & Barrow Ltd- ის შესყიდვების დირექტორი. ადამ მიხოცკი – პოლონური Central Wines-ის ხელმძღვანელი და ახალი ბრენდების გულშემატკივარი, რომელიც ახალი იდეებითა და ინოვაციური მიდგომებით აძლიერებს ღვინის ინდუსტრიის განვითარებას. ჯოანა ნერანცი- 5 Hertford Street-ის უფროსი სომელიე. 2025 წლის UK Sommelier of the Year-ის მეორე ადგილის მფლობელი. დეივიდ კერმოდი – ღვინის მწერალი. BBC-ის ყოფილი რედაქტორი, ამჟამად უძღვება პოპულარულ პოდკასტს ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესახებ. სალვატორე კასტანო – ევროპის საუკეთესო სომელიე და Friarwood-ის ღვინის უფროსი სომელიე და ბაიერი. ვილ ჰილი – Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი. ექსპერტი ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონების აღმოჩენაში, განსაკუთრებული ყურადღებით აღმოსავლეთ ევროპის უნიკალური პოტენციალის მიმართ.

ქართველ მსაჯებს შორის არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და უფროსი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი დარია ხოლოდილინა.

 

ჟიურის წევრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, უკეთ გაეცნენ როგორც ქვევრის, ისე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ ნიმუშებს, შეაფასეს მათი უნიკალური ნიშან-თვისებები და ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება. კონკურსის ფარგლებში იმერული ღვინის ასოციაციის მხარდაჭერით ჟიურის წევრებმა დააგემოვნეს იმერული ღვინოები, რომლებიც სხვადასხვა მეღვინეობების მიერ იყო წარმოდგენილი, შეისწავლეს მათი ნიშან-თვისებები და წარმოების ინდივიდუალური სტილი. კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრებმა ასევე  შეაფასეს რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობების მიერ წარმოდგენილი ღვინოები,გაეცნენ მათ უნიკალურ ნიშან-თვისებებს და თითოეული მეღვინეობის ინდივიდუალურ სტილს.

 

"უაღრესად ვამაყობ IWSC-ის მიერ ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიებთან ჩამოყალიბებული გრძელვადიანი პარტნიორობით და ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, შემოდგომაზე აჭარის რეგიონში ეს პროცესი გავაგრძელო. ქართული ღვინის აღორძინება კარგად მიმდინარეობს და ჩვენ გვიხარია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ქართული ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიპყრობაში წვლილის შეტანა,” — კრისტელ გიბერი, IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მეორე წელია, რაც  მეღვინეებს ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.

 

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჟიურის ასეთ შესანიშნავ გუნდს ვხელმძღვანელობ. ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს: მრავალი სუპერმარკეტი, ღვინის მაღაზია და რესტორანი წარადგენს და აფართოებს საკუთარ თაროებზე ქართული ღვინის ასორტიმენტს. მეამაყება, რომ ჩვენი ჟიურის წევრები აჭარაში მივიღეთ. ვფიქრობ, შავი ზღვის ეს საინტერესო ტერუარი მალე, კახური ღვინოებთან ერთად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართული ღვინის ბაზარზე,"— სარა ებოტი, ღვინის მაგისტრი, IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი

 

„IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარება ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ კონკურსი საქართველოში ტრადიციად იქცა, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი და ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. მეწარმეებისთვის ეს არის მეტი შესაძლებლობა ახალი პარტნიორების მოსაზიდად და ექსპორტის გასაზრდელად,“ - აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. 

კონკურსის საზეიმო დაჯილდოებას აჭარა 28 ნოემბერს უმასპინძლებს და მედალოსანი ღვინოები გამოვლინდება. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე.

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia  გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი,  სპონსორები: მეღვინეობა თელიანი ველი, ბოლერო, ნაბერაული

 

პარტნიორები: თავადური ბათუმი, იმერული ღვინის ასოციაცია

მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ჯეპრა

მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur.

უკან დაბრუნება

ნანახია: 7

მსგავსი სიახლეები

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები