2025-11-26

13:40

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

საზოგადოება
26-11-2025 13:22

 

ბარსელონაში, ADCE-ს რიგით 34-ე დაჯილდოების გალა ცერემონიაზე ADCE Creative Week 2025, ევროპის 24 ქვეყნიდან წარდგენილ 653 ნამუშევრის შეფასების შედეგად, წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო ქართულმა კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” მოიპოვა.

ADCE 2025 წლის გრან პრის, 2 ოქროს, ვერცხლის და სპეციალური პრიზის “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავის” მფლობელი გახდა Playmakers მიერ შექმნილი PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ”.

სპეციალური პრიზი “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავი” (იოჰანეს ნიურკლას ჯილდო) ენიჭება იდეებს, რომლებიც ასახავს ევროპულ ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიას, თავისუფლებას, სამართლიანობას და მშვიდობის პრომოციას.

ყველა დისციპლინიდან ჟიურის ყველა წევრმა შეარჩია საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც ხელოვანებისთვის საკუთარი საქმიანობის დაბრუნების შესაძლებლობის მიცემით, პატიმრობის პირობებშიც კი, გახდა მდგრადობისა და თავისუფლების შესახებ მძლავრი განცხადება.

ევროპის მასშტაბით შემოქმედებითი და დიზაინის საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად ADCE-მ ბარსელონაში 22 ევროპული ქვეყნის 60 წამყვანი კრეატორი შეკრიბა, რომელთაც ერთხმად აირჩიეს ნომინაციებში გამარჯვებულები.

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ”, რომელიც PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი კამპანიისთვის კრეატიულმა სააგენტომ Playmakers-მა შექმნა, ფროდაქშენი კი “ენკენი ფილმსმა” განახორციელა, უკვე არაერთი ჯილდოს, მათ შორის AD Black Sea 2025-ის გრან პრის, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და  1 ბრინჯაოს პრიზის მფლობელია.

ევროპის არტ-დირექტორთა კლუბი (ADCE) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 24 პროფესიულ კლუბსა და ასოციაციას აერთიანებს 23 ევროპული ქვეყნიდან, რომლის სათავო ოფისი ბარსელონაში მდებარეობს. წლევანდელი გამარჯვებულების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://adceurope.awardhub.org/winners/?_gl=1*1yiuyst*_gcl_au*NjkyOTg5ODUwLjE3NjM5NzIwNjc.

 

 

მსგავსი სიახლეები

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

2025-11-01 09:00
საზოგადოება

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები