2025-11-25

16:51

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

საზოგადოება
25-11-2025 15:44

IWSC წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში ჩატარდება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 24-28 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.

IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. მას შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიურის წევრები, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები. წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს.

 

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჟიურის ასეთ შესანიშნავ გუნდს ვხელმძღვანელობ. ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს: მრავალი სუპერმარკეტი, ღვინის მაღაზია და რესტორანი წარადგენს და აფართოებს საკუთარ თაროებზე ქართული ღვინის ასორტიმენტს. მეამაყება, რომ ჩვენს ჟიურის წევრებს აჭარაში მივიღებთ. ვფიქრობ, შავი ზღვის ეს საინტერესო ტერუარი მალე, კახური ღვინოებთან ერთად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართული ღვინის ბაზარზე,"— სარა ებოტი, ღვინის მაგისტრი, IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი

 

IWSC-ის გლობალური შეფასების პროგრამა

 

IWSC-ის გლობალური შეფასების პროგრამა კონკურსის მონაწილეებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის მისიაა შექმნას ორმხრივად სასარგებლო კავშირები, გააცნოს და წარმოაჩინოს ის რეგიონები, რომლებსაც სტუმრობს.

 

IWSC გამარჯვებულ ღვინოებს დამოუკიდებელ ხარისხის შეფასებას სთავაზობს და საშუალებას აძლევს, შეადარონ ისინი მთელი მსოფლიოს ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს. IWSC-ის ჟიური სფეროს ექსპერტებისგან შედგება და სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, მათგან 90%-ზე მეტი, საცალო ვაჭრობის, ღვინისა და სპირტიანი სასმელების სადისტრიბუციო კომპანიებსა და რესტორნებში ბაიერების და უფროსი სომელიეების პოზიციაზე მუშაობენ.

 

IWSC-ის გლობალური შეფასების ყველა სესიის განუყოფელი ნაწილია ინტერაქტიული ვიზიტები და დეგუსტაციები. სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთი დონის პროფესიონალები იძენენ უახლეს რეგიონულ ცოდნასა და გამოცდილებას, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ენთუზიაზმით აღსავსე ქართული ღვინის ელჩებად პოზიციონირდებიან.

 

„IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარება ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ კონკურსი საქართველოში ტრადიციად იქცა, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი და ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. მეწარმეებისთვის ეს არის მეტი შესაძლებლობა ახალი პარტნიორების მოსაზიდად და ექსპორტის გასაზრდელად,“ - აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

 

 

ახალი მასპინძელი რეგიონი 

 

მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში გაიმართება, რაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცემს შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაეცნონ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.

 

"უაღრესად ვამაყობ IWSC-ის მიერ ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიებთან ჩამოყალიბებული გრძელვადიანი პარტნიორობით და ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, შემოდგომაზე აჭარის რეგიონში ეს პროცესი გავაგრძელო. ქართული ღვინის აღორძინება კარგად მიმდინარეობს და ჩვენ გვიხარია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ქართული ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიპყრობაში წვლილის შეტანა,” — კრისტელ გიბერი, IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი

ინფორმაცია IWSC-ის შესახებ:

„IWSC არის მეტი, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე. ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში“

„ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოვებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს“

კონკურსი დაარსდა 1969 წელს ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.

Wine, spirits, knowledge, community. Since 1969

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia  გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი,  სპონსორები: მეღვინეობა თელიანი ველი, ბოლერო, ნაბერაული

 

პარტნიორები: თავადური ბათუმი, იმერული ღვინის ასოციაცია

მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ჯეპრა

 

მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur

მსგავსი სიახლეები

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

2025-11-01 09:00
საზოგადოება

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

2025-10-22 13:27
საზოგადოება

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები