რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
რუსთავში, იაკობ ცურტაველის ქუჩა №5-ში, გერმანული ლუდის პაბი ”Löwenbräu Pub & Garden“ოფიციალურად გაიხსნა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავთენტური გერმანული ატმოსფერო აღმოეჩინათ და ლეგენდარული ლუდი „ლოვენბრაუ“ დააგემოვნებინათ, ამასთან, გახსნის საღამოსთვის სპეციალურად მომზადებულ ღონისძიებაში და სახალისო თამაშებში თავადაც მიეღოთ მონაწილეობა.
პაბი Löwenbräu - ეს არის ტრადიციებისა და თანამედროვე სტუმართმოყვარეობის სინთეზი, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალი ეტაპის დასაწყისია გერმანული ლუდის კულტურის პოპულარიზაციის კუთხით. სტუმრებს გერმანული და ქართული კერძების მრავალფეროვანი მენიუ დახვდათ.
„ეფეს საქართველოს მხარდაჭერით, ამჯერად, რუსთავში გაიხსნა ლუდის პაბი Löwenbräu, რომელიც უდავოდ გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც რუსთაველები და ქალაქის სტუმრები მოვლენ, გაერთობიან ძალიან სასიამოვნო გარემოში და შეხვედრების ადგილად იქცევა. „ეფეს საქართველოსთვის", როგორც ლუდი „ლოვენბრაუს“ ექსკლუზიური მწარმოებლისთვის საქართველოში, სასიხარულოა, რომ დღეს თბილისსა და რუსთავში „ლოვენბრაუს" სახელობის პაბები გვაქვს. ამ სივრცეების გახსნით ჩვენ ვქმნით გერმანულ განწყობას. ნამდვილ გერმანულ ლუდთან ერთად “Löwenbräu Pub & Garden” სტუმრებს გემრიელ კერძებსაც სთავაზობს ," – აღნიშნავს „ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
„ლოვენბრაუ“ მიუნხენის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ემბლემატური ლუდსახარშია - ტრადიციის, ხარისხისა და გერმანული სიამაყის სიმბოლო 1383 წლიდან.
ნანახია: 14
მსგავსი სიახლეები
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის
ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
clickss