არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
ფრანგული არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel, ოფიციალურად განსაკუთრებულმა სტუმრებმა, მისმა შემქმნელებმა და დამფუძნებლებმა PSP-ს გუნდთან ერთად, 29 ოქტომბერს გააცნო “რესპუბლიკაში” შეკრებილ საზოგადოებას.
Puressentiel - ფრანგული ხარისხის, ინოვაციისა და ეკოლოგიურობის სინონიმია. ბრენდის, რომელმაც გააერთიანა მეცნიერება და ბუნების შესაძლებლობები, წარდგენის ღონისძიებას ექიმები, სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები, ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ფურესენშელის” დამფუძნებლებმა და შემქნელებმა თავად წარუდგინეს სტუმრებს ბრენდის ისტორია, ინსპირაცია, ინოვაციები და ფილოსოფია, როგორ გადაიქცა ოჯახური ინიციატივა გლობალურ წარმატებად და რატომ არის დღეს Puressentiel აღიარებული არომათერაპიის ნომერ პირველი ბრენდი ევროპაში.
ასევე, საინტერესოდ ისაუბრეს ეთერზეთების სამკურნალო და პრევენციულ თვისებებზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ბრენდის ღირებულებებზე - Natural, Commitment, Perfomance - ბუნებრივი, სანდო, ეფექტური. ღონისძიების სტუმრებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა პირადად გაცნობოდნენ ბრენდის შემქმნელებს, დაესვათ კითხვები და მეტი გაეგოთ მეცნიერების და ბუნების სინთეზის ინტეგრაციის ეფექტურობაზე სიჯანსაღისა და სილამაზისთვის.
”ფურესენშელის” თანადამფუძნებელი და პროდუქციის შემქმნელი იზაბელა პაკიონი (Isabelle Pacchioni) ფრანგული არომათერაპიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მას ეკუთვნის ბრენდის ფილოსოფიის მთავარი იდეა -„Nature Has the Power“. იგი ხელმძღვანელობს პროდუქტის შემოქმედებით განვითარებას და თავად ქმნის ფორმულებს, რომლებიც აერთიანებს ეთერზეთების სამკურნალო თვისებებს და თანამედროვე მეცნიერებას.
Puressentiel Group პრეზიდენტი მარკო პაკიონს (Marco Pacchioni) ბრენდის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიას მართავს. მისი ხელმძღვანელობით Puressentiel წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში და იქცა ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიად არომათერაპიის მიმართულებით.
როკო პაკიონი (Rocco Pacchioni), Puressentiel-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოჯახის ხედვის გამგრძელებელი და ბრენდის ციფრულ სტრატეგიის, კომუნიკაციებისა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია.
საფრანგეთში 2005 წელს იზაბელა და მარკო პაკიონებმა დააარსეს ბრენდი, რომელიც არომატერაპიის ლიდერო მსოფლიოს 70 ქვეყენაში. “ფურესენშელის” პროდუქტები ინოვაციური გამოშვების ფორმებით და არომათერაპიული ფორმულებით დაფუძნებულია 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივ ეთერზეთებზე.
PSP ფარმას და Puressentiel-ს შორის პარტნიორობა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, მსოფლიო დონის არომათერაპიული ბრენდის მრავალფეროვან პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის პირველ პრეცედენტს ქმნის.
პროდუქციის სრული ასორტიმენტი ექსკლუზიურად PSP სააფთიაქო ქსელშიa ხელმისაწვდომი, რაც კომპანიის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შეიგრძნოს ბუნების ძალა მაღალი ხარისხის არომათერაპიულ პროდუქტებში.
(R)
ნანახია: 35
მსგავსი სიახლეები
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"
clickss