IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 24-28 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.
კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც ცნობილია, რომლებიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდითან ერთად შეაფასებენ. სწორედ მათი გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს.
ქართველ მსაჯებს შორის არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და უფროსი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი დარია ხოლოდილინა.
მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. მას შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები.
წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან: სანი ჰოჯი – ღვინის კონსულტანტი და ანტრეპრენერი. ცნობილია ღვინის ბიზნესის მართვაში თავისი ინოვაციური ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით. რებეკა პალმერი – ბრიტანეთის ყველაზე ძველი ღვინის სავაჭრო ქსელის Corney & Barrow Ltd- ის შესყიდვების დირექტორი. ადამ მიხოცკი – პოლონური Central Wines-ის ხელმძღვანელი და ახალი ბრენდების გულშემატკივარი, რომელიც ახალი იდეებითა და ინოვაციური მიდგომებით აძლიერებს ღვინის ინდუსტრიის განვითარებას. ჯოანა ნერანცი- 5 Hertford Street-ის უფროსი სომელიე. 2025 წლის UK Sommelier of the Year-ის მეორე ადგილის მფლობელი. დეივიდ კერმოდი – ღვინის მწერალი. BBC-ის ყოფილი რედაქტორი, ამჟამად უძღვება პოპულარულ პოდკასტს ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესახებ. სალვატორე კასტანო – ევროპის საუკეთესო სომელიე და Friarwood-ის ღვინის უფროსი სომელიე და ბაიერი. ვილ ჰილი – Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი. ექსპერტი ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონების აღმოჩენაში, განსაკუთრებული ყურადღებით აღმოსავლეთ ევროპის უნიკალური პოტენციალის მიმართ.
„IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარება ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ კონკურსი საქართველოში ტრადიციად იქცა, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი და ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. მეწარმეებისთვის ეს არის მეტი შესაძლებლობა ახალი პარტნიორების მოსაზიდად და ექსპორტის გასაზრდელად,“ - აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში გაიმართება, რაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცემს შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაეცნონ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.
ღვინის საერთაშორისო კონკურსზე IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გაიხსნა და 1 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. დარეგისტრირებული ნიმუშების მიწოდება მოხდება 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით ღვინის ეროვნულ სააგენტოში (მის: მარშალ გელოვანის გამზირი #6) ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე.
ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia სპონსორია მეღვინეობა „თელიანი ველი“.
ნანახია: 23
მსგავსი სიახლეები

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს
clickss