„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ევროპა დონა საქართველო" და კავკასიის ონკოსაზოგადოება Hope კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში, მრგვალ მაგიდას გამართავს.
შეხვედრა სამუშაო ფორმატში მოეწყობა, რომელშიც მონაწილოებას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები, მხარდამჭერი ორგანიზაციები და მედია.
ღონისძიების მიზანს, კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება (2020-2025 წლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების წარდგენა) და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება წარმოადგენს; ასევე სამოქმედო გეგმის დასახვა, რათა კიბოთი დაავადებულ ყველა ადამიანს მიეცეს სიცოცხლის შანსი - სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა ყველა ონკოპაციენტს!
განსახილველ საკითხებს შორის მნიშვნელოვან პრობლემად, არასრულყოფილი დაფინანსება რჩება, კერძოდ, მკურნალობის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში საკონტროლო კვლევების დაუფინანსებლობა, არ ფინანსდება ბიოფსია, იმუნოჰისტოქიმია, ასევე in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (FISH, CISH), რადიოლოგიური კვლევები. არ ფინანსდება საერთაშორისო რეკომენდაციებით მოწოდებული თანამედროვე მკრუნალობა: ბისფოსფონატები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თარგეტული მედიკამენტების დიდი ნაწილი და სიმსივნის იმუნოთერაპია. ამასთან, დაბალია სკრინინგ ცენტრებში მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფების მიმართვიანობის მაჩვენებელი. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ რეაბილიტაცია და ფსიქოლოგიური დახმარება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის თითქმის არ ხორციელდება.
„მიუხედავად მიღწეული გარკვეული პროგრესისა ონკოლოგიის მიმართულებით საქართველოში რჩება ძალიან ბევრი მოუგვარებელი პრობლემა.სამუშაო შეხვედრაზე გვინდა აქცენტი გავაკეთოთ ყველა იმ საკითხზე,რომელიც ზოგადად ონკოლოგიის მიმართულებით გვაქვს. საჭიროა ,განახლდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და დაემატოს დიაგნოსტიკური კვლევები ,თარგეთული და იმუნოთერაპიის მედიკამენტები,რეაბილიტაცია. ონკო სერვისები და რეაბილიტაცია ყველა ონკოლოგიური პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველგვარი ფინანსური რისკის და გაღატაკების გარეშე!!!” - განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი
ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია.
„ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება სამწუხაროდ გვყავს 22, 24, 26, 29 წლის პაციენტები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, ამ საკითხის შესახებ რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება, რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია. ცოცხალი ჯაჭვითა და ერთად დგომით ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსმევთ ხაზს მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიაგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს,“ - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ნანახია: 29
მსგავსი სიახლეები

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს
clickss