ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.14%-ია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 12:00 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 602 445 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის - 17.14%-ია.
ცესკო-ს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი კვლავ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია.
ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.
ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით 17.72% იყო - 619 562 ამომრჩეველი.
ნანახია: 26
მსგავსი სიახლეები

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა
ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

თბილისში სამი ადამიანი: მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში სამი ადამიანი: მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.14%-ია
ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.14%-ია

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

"არ დარჩეთ სახლში და დაწერეთ გამარჯვების ისტორია!" - სტუდენტების განცხადება
"არ დარჩეთ სახლში და დაწერეთ გამარჯვების ისტორია!" - სტუდენტების განცხადება
clickss