იტალიის საელჩო - 2-4 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქს ევროპაში უძველესი, 1088 წელს დაფუძნებული ბოლონიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობს

იტალიის რეგიონების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის შარშანდელი წარმატების შემდეგ, წელს იტალიის საელჩო რამდენიმე ღონისძიებას მიუძღვნის ემილია-რომანიას, რომელიც არა მხოლოდ მდიდარი ისტორიითა და კულტურით გამოირჩევა (ემილია-რომანიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 16 ძეგლია!), არამედ მოწინავეა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების თვალსაზრისით.
ემილია-რომანიას რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, 2-4 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქს ევროპაში უძველესი, 1088 წელს დაფუძნებული ბოლონიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობს.
იტალიის საელჩოსა და განათლების ცენტრი „მინერვას“ მიერ ორგანიზებული ვიზიტი ითვალისწინებს შეხვედრებს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან და მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დარგში თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი სამომავლო პროექტებისა და ინიციატივების განხილვას.
გუშინ საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა დელეგაციას, რომელსაც ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორი ჯოვანი მოლარი ხელმძღვანელობს.
„მოხარულები ვართ, რომ დასაბამი მიეცა ბოლონიის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის ახალ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ ერთი მძლავრი ბიძგი იქნება ორ ქვეყანას შორის საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“, - თქვა ელჩმა დ’ანტუონომ, - „იტალიის საელჩო ძალისხმევას არ იშურებს განათლების დარგში კავშირების გასაღრმავებლად, ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების აღმოსაჩენად და სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური კვლევების განვითარებისაკენ მიმართული ინიციატივების ხელშესაწყობად“.
დღეს კი, იტალიის ელჩი დ’ანტუონო, დელეგაციასთან ერთად, ეწვია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ უმასპიძლა. შეხვედრაზე იმსჯელეს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და ისეთ ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებზე, როგორიცაა სამხრეთ კავკასიაში პირველი კვანტური კომპიუტერის შექმნა და ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის, ეკონომიკის, საინფორმაციო მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი კურსები.
რექტორთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა ორივე უნივერსიტეტის პრეზენტაცია და, ასევე, შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში წამყვანი ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან.
ნანახია: 33
მსგავსი სიახლეები

იტალიის საელჩო - 2-4 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქს ევროპაში უძველესი, 1088 წელს დაფუძნებული ბოლონ
იტალიის საელჩო - 2-4 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქს ევროპაში უძველესი, 1088 წელს დაფუძნებული ბოლონიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობს

სექტემბერში ყველაზე მეტად, 25 პროცენტით ხილი გაძვირდა
სექტემბერში ყველაზე მეტად, 25 პროცენტით ხილი გაძვირდა

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც ყოფილმა ქმარმა სცადა
კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც ყოფილმა ქმარმა სცადა

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა
საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა
clickss