საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

Turkish Airlines-ის შვილობილმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ AJet ანკარა–თბილისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ფრენები კვირაში ოთხჯერ განხორციელდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და თურქეთის მხარის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თურქეთი საქართველოსთვის რჩება საჰაერო მიმოსვლის ყველაზე აქტიურ პარტნიორად – ორ ქვეყანას შორის წელიწადში მილიონზე მეტი მგზავრი გადაადგილდება.
ნანახია: 60
მსგავსი სიახლეები

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც ყოფილმა ქმარმა სცადა
კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც ყოფილმა ქმარმა სცადა

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა
საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

მთავრობის დადგენილებით, 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა
მთავრობის დადგენილებით, 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

მიხეილ სააკაშვილი - მინდა მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს
მიხეილ სააკაშვილი - მინდა მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს
clickss