2025-09-15

19:18

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება
15-09-2025 16:47

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. 365-დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

აღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური აპლიკაციის საშუალებით“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

2025-09-15 16:47
საზოგადოება

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

2025-09-12 13:06
საზოგადოება

Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც

Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც

2025-09-12 11:54
საზოგადოება

"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდ

"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა" - რუსკა მაყაშვილი პირადზე

2025-09-12 00:02
საზოგადოება

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2025-09-11 18:02
საზოგადოება

რა ღირს ცხოვრება საქართველოში

რა ღირს ცხოვრება საქართველოში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები