"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა" - რუსკა მაყაშვილი პირადზე

ბოლო თვეები რუსკა მაყაშვილის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ მსახიობმა ახალი ცხოვრება დაიწყო. 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, მსახიობმა ტელეკომპანია "იმედი“ დატოვა. ტელევიზიიდან წასვლა ერთადერთი სიახლე არ ყოფილა მის ცხოვრებაში. მაყაშვილი შვილებთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.
როგორც აღმოჩნდა, რუსკა მეუღლეს დაშორდა. ამ თემაზე ღიად მსახიობი ბევრს არ საუბრობს. ნანკა გვარის "პოდკატსში" მაყაშვილმა თქვა, რომ მისთვის ეს პროცესი რთული იყო.
"ძალიან დიდი ხანი იყო ეს ყველაფერი. ბევრი წლის ფიქრი ბევრი წლის აწონ-დაწონა. არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა. ძალიან მიჭირს ცვლილებები. რა ჩანგლითაც ვჭამდი ბავშვობაში, იმ ჩანგლით ვჭამ ახლაც. ცვლილებების მეშინია. რომ გავთხოვდი და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, ძალიან დიდხანს ისევ ჩემს ოჯახში, ჩემს დანგრეულ სახლში მივდიოდი და იქ ვიჯექი. მიუხედავად იმისა რომ დიდი ვარ და ორი შვილი მყავს მიჭირს მაინც.
დაშორება რთულია. თანაცხოვრების პროცესში არ მიმდინარეობდა დაშორება. უბრალოდ ამაზე ფიქრი მიდიოდა. ეს არის ურთულესი მძიმე პერიოდი, ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდები. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ. რთულია, ორი შვილი რომ გყავს... ეს ისეთი თემაა, ძალიან მტკივნეული. 8 თვე გავიდა და ახლაც გამკლავების პროცესში ვარ" - თქვა რუსკა მაყაშვილმა.
რუსკამ 2015 წელს მორაგბე სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათი ოჯახური იდილია წლების მანძილზე გაგრძელდა და ორი შვილი ილია და კატო შეეძინათ.
წყარო: ambebi.ge
ნანახია: 80
მსგავსი სიახლეები

Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც
Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც

"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდ
"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა" - რუსკა მაყაშვილი პირადზე

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ღირს ცხოვრება საქართველოში
რა ღირს ცხოვრება საქართველოში

სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
clickss