რა ღირს ცხოვრება საქართველოში

საქართველოში საშუალო ხელფასი 2025 წლის პირველ კვარტალში 2 170 ლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიურად საშუალო ხელფასი ზრდას აჩვენებს (2024 წლის პირველ კვარტალში 1 943 ლარი), წინა კვარტალთან შედარებით ფიქსირდება კლება. კერძოდ, 2024 წლის ბოლო კვარტალში საშუალო ხელფასი 2 217 ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროდუქციისა და მომსახურების ფასები ბოლო პერიოდში მზარდი ტემპით ხასიათდება. ინფლაცია ბოლო პერიოდში უკვე მიუახლოვდა, რიგ შემთხვევაში კი გასცდა 3%-იან საპროგნოზო მაჩვენებელს. ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4.6%-ით გაიზარდა.
მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას პროგნოზირებს ეროვნული ბანკიც. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო, 10 სექტემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ინფლაცია 2025 წელს საშუალოდ 3.8%-იანი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.
ეკონომიკის დარგის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოში შემოსავლები ხარჯებს ვერ ეწევა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ ფონზე დაინტერესდა, როგორია მოქალაქეთა საშუალო თვიური ხარჯები. Numbeo-ს საზომის საშუალებით, გთავაზობთ აღნიშნულ მონაცემებს.
ინფორმაციისთვის, ქვემოთ წარმოდგენილი ხარჯები დათვლილია ისეთი ინდიკატორებით, როგორიცაა, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტაქსი, საკუთარი ბინა და ქირის ფასები, რესტორანში კვება, გართობა, შვებულება, სურსათი, თამბაქოს მოხმარება, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ. ამასთანავე, მონაცემებში გათვალისწინებული არ არის კომუნალური გადასახადები, ჯანდაცვა, პარკინგის გადასახადი და დაზღვევა.
ყოველთვიური დანახარჯების კუთხით სხვადასხვა სურათი ისახება. მაგალითად, მონაცემები აჩვენებს, რომ კერძო ავტომობილის ზომიერი გამოყენების შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მინიმალური გამოთვლით, თვეში ერთ ადამიანს საქართველოში ცხოვრებისთვის დაახლოებით 2 605 ლარი სჭირდება ქირის გარეშე. თბილისის ცენტრში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასის გათვალისწინებით, ეს დანახარჯები 4 578 ლარის ტოლია, ქალაქგარეთ ქირის შემთხვევაში კი 3 861 ლარი.
ამასთანავე, თუ ავიღებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთთვიან აბონემენტსა და თვეში ყველაზე ცოტა, ერთხელ ტაქსით სარგებლობას, ქირის გარეშე თვიური საშუალო დანახარჯები 1 924 ლარი იქნება, ქალაქგარეთ ერთოთახიანი ბინის ქირის შემთხვევაში - 3 179 ლარი, ხოლო ქალაქის ცენტრში ერთოთახიანი ბინის ქირაობის შემთხვევაში - 3 896 ლარი.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ სარგებლობს კერძო ავტომობილით, არ ქირაობს თბილისში ბინას, თვის განმავლობაში არ დადის რესტორანში და არ არის დაკავებული გასართობი აქტივობებით (კინო, ბარი და ა.შ) თვიური ხარჯი დაახლოებით 1 436 ლარის ფარგლებშია.
წყარო: https://www.bpn.ge/article/143437-ra-girs-cxovreba-sakartveloshi/
ნანახია: 64
მსგავსი სიახლეები

რა ღირს ცხოვრება საქართველოში
რა ღირს ცხოვრება საქართველოში

სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა - ნიკა გვარამია ციხიდან
მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა - ნიკა გვარამია ციხიდან მიმართვას ავრცელებს

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

თბილისის მერია - თბილისობის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პე
თბილისის მერია - თბილისობის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
clickss