2025-09-07

09:21

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

საზოგადოება
05-09-2025 14:41

გუშინ დაიწყო წინანდლის ფესტივალი, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში ყოველწლირად  იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს. წლევანდელი ფესტივალი, რომელიც თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით შესანიშნავ კონცერტებს სთავაზობს.

კულტურული დიპლომატია იტალიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილიაიტალიის ძლიერ მხარე არა მხოლოდ მისი ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობაარამედ ის გამორჩეული ადამიანებიცაა, რომლებიც ჩვენი კულტურის ჭეშმარიტი ელჩები არიან. კულტურა ხომ უნივერსალური საშუალებაა მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად, დიალოგის ხელშესაწყობად და ხალხებს შორის ხიდების ასაგებად“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონის დაწყებამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე დამსწრე ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს.

ფესტივალის გახსნით კონცერტზე, სადირიჟორო პულტთან იდგა საქართველოში კარგად ცნობილი იტალიელი დირიჟორი, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორი და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა. მისი დირიჟორობით პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, სოლისტთან, ნიჭიერ პიანისტ ბეჰზოდ აბდურაიმოვთან ერთად ჩიაკოვსკისა და შოსტაკოვიჩის მუსიკა შეასრულა.

მსმენელს კიდევ ორი შეხვედრა ელის იტალიელ მაესტროსთან, რომელიც წინანდლის ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უდირიჟორებს: 7 სექტემბერს ბრწყინვალე მუსიკოსების, მარკ ბუშკოვისა (ვიოლინო) და მიშა მაისკის (ვიოლონჩელო) შესრულებით ბრამსისა და ბეთჰოვენის მშვენიერი მუსიკა აჟღერდება, 10 სექტემბრის კონცერტის სოლისტი კი შესანიშნავი პიანისტი ნიკოლაი ლუგანსკი იქნება.

მსგავსი სიახლეები

2025-09-05 14:41
საზოგადოება

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

2025-08-28 09:34
საზოგადოება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

2025-08-18 13:01
საზოგადოება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2025-08-15 12:46
საზოგადოება

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

2025-08-15 11:55
საზოგადოება

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები