2025-12-09

03:05

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება
15-08-2025 12:46
ექვსმა ორგანიზაციამ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.
მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით.
პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
-სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
-საფარი
-საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
-ISFED
-სოციალური სამართლიანობის ცენტრი
-მედიის განვითარების ფონდი

მსგავსი სიახლეები

2025-12-05 20:36
საზოგადოება

ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცი

ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცია და დიაბეტური რეტინოპათიის მართვა“

2025-12-03 15:26
საზოგადოება

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები