IWSC საქართველოში ბრუნდება

IWSC საქართველოში ბრუნდება
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia საქართველოში მეოთხე საერთაშორისო კონკურსს ჩაატარებს. ოფიციალური განცხადება კომპანიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს.
IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით 2025 წლის 24-28 ნოემბერს ბათუმში ჩატარდება. ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ღვინის დანარჩენი მსაჯების, ისევე როგორც სპირტიანი სასმელების ჟიურის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჟიურის ასეთ შესანიშნავ გუნდს ვხელმძღვანელობ. ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს: მრავალი სუპერმარკეტი, ღვინის მაღაზია და რესტორანი წარადგენს და აფართოებს საკუთარ თაროებზე ქართული ღვინის ასორტიმენტს. მეამაყება, რომ ჩვენს ჟიურის წევრებს აჭარაში მივიღებთ. ვფიქრობ, შავი ზღვის ეს საინტერესო ტერუარი მალე, კახური ღვინოებთან ერთად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართული ღვინის ბაზარზე."
— სარა ებოტი, ღვინის მაგისტრი, IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი
IWSC-ის გლობალური შეფასების პროგრამა
IWSC-ის გლობალური შეფასების პროგრამა კონკურსის მონაწილეებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის მისიაა შექმნას ორმხრივად სასარგებლო კავშირები, გააცნოს და წარმოაჩინოს ის რეგიონები, რომლებსაც სტუმრობს.
IWSC გამარჯვებულ ღვინოებს დამოუკიდებელ ხარისხის შეფასებას სთავაზობს და საშუალებას აძლევს, შეადარონ ისინი მთელი მსოფლიოს ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს. IWSC-ის ჟიური სფეროს ექსპერტებისგან შედგება და სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, მათგან 90%-ზე მეტი, საცალო ვაჭრობის, ღვინისა და სპირტიანი სასმელების სადისტრიბუციო კომპანიებსა და რესტორნებში ბაიერების და უფროსი სომელიეების პოზიციაზე მუშაობენ.
IWSC-ის გლობალური შეფასების ყველა სესიის განუყოფელი ნაწილია ინტერაქტიული ვიზიტები და დეგუსტაციები. სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთი დონის პროფესიონალები იძენენ უახლეს რეგიონულ ცოდნასა და გამოცდილებას, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ენთუზიაზმით აღსავსე ქართული ღვინის ელჩებად პოზიციონირდებიან.
ახალი მასპინძელი რეგიონი
კონკურსი პირველად გაიმართება აჭარაში, საქართველოს დასავლეთ რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე. აჭარის რეგიონი ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა, რამაც წარმოაჩინა მისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშის პოტენციალი.
"უაღრესად ვამაყობ IWSC-ის მიერ ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიებთან ჩამოყალიბებული გრძელვადიანი პარტნიორობით და ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, შემოდგომაზე აჭარის რეგიონში ეს პროცესი გავაგრძელო. ქართული ღვინის აღორძინება კარგად მიმდინარეობს და ჩვენ გვიხარია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ქართული ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიპყრობაში წვლილის შეტანა."
— კრისტელ გიბერი, IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი
IWSC 2026 წლის ღვინის შეფასების კონკურსში მონაწილე მწარმოებლები საქართველოში ისარგებლებენ:
• ფასდაკლებული რეგისტრაციის საფასურით
• მოსახერხებელი ადგილობრივი მიწოდებით
• ჯილდოს მფლობელი ღვინოების წარდგენით IWSC-ის გლობალური აუდიტორიის წინაშე
• IWSC-ის 2026 წლის საკომუნიკაციო კამპანიებში ჩართულობით
• IWSC-ის საერთაშორისოდ აღიარებული ღვინის ჟიურის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობით
IWSC 2026 წლის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში გაიმართება 2025 წლის 24-28 ნოემბერს, შედეგები კი, 2 დეკემბერს გამოცხადდება. რეგისტრაცია, IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შემოდგომაზე დაიწყება.
ნანახია: 58
მსგავსი სიახლეები

IWSC საქართველოში ბრუნდება
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia საქართველოში მეოთხე საერთაშორისო კონკურსს ჩაატარებს.

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-ის მედალოსანი ქართული ღვინოების დეგუსტაცია UK Sommelier of the Ye
ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-ის მედალოსანი ქართული ღვინოების დეგუსტაცია UK Sommelier of the Year 2025-ზე გაიმართა

VIDEO: თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს!
რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს

საქართველომ თურქმენეთს კონსტიტუციისა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა!
აღნიშნული მეგობრული ქმედება, ისევე როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე

კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთე
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს
clickss