2025-09-15

07:53

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საზოგადოება
17-03-2025 11:06

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის - კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ.

მთავრობის მეთაურმა მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება მიულოცა. 

„ჩვენთვის, ქართველებისთვის რაგბი არის განსაკუთრებული თამაში, განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს სპორტის ამ სახეობის მიმართ. მე პირადად მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება რაგბის მიმართ, მათ შორის ჩემი ოჯახური გამოცდილებიდან გამომდინარე. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიცით, რომ ვითარდება საქართველოში რაგბი და მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებებს.

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში ქართული რაგბი კიდევ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2 წელიწადში გაიმართება და იქ გვჭირდება ასეთივე გარდამტეხი წარმატება - ეს იქნება ჯგუფიდან გასვლა, შემდეგ ეტაპზე წარმატება და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევთ მომდევნო წლებში. თქვენ ხართ ძალიან ღირსეული წარმომადგენლები ძალიან ღირსეული თაობის, რომელიც აგრძელებს რაგბის განვითარებაზე ზრუნვას და მინდა, მომავალშიც ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ხელისუფლებას რაგბის განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ. დაჯილდოების ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 13:06
საზოგადოება

Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც

Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც

2025-09-12 11:54
საზოგადოება

"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდ

"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა" - რუსკა მაყაშვილი პირადზე

2025-09-12 00:02
საზოგადოება

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2025-09-11 18:02
საზოგადოება

რა ღირს ცხოვრება საქართველოში

რა ღირს ცხოვრება საქართველოში

2025-09-11 14:25
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები