იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის
ევროკავშირის პროექტი “იმოქმედე საქართველოსთვის“ (информации) აძლიერებს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს რეგიონებში, ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას და სამოქალაქო ჩართულობას ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა.
დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ჰაბები, რომლებიც საქართველოს 10 რეგიონში წარმოადგენენ სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ საყრდენს. პროექტი ასევე აძლიერებს სათემო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, ადგილობრივ გამოწვევებზე შემდგომი რეაგირების, ადვოკატირებისა და პოზიტიური ცვლილებების მიზნით.
პროექტი ეფუძნება იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც დაგროვდა წინა წლებში განხორციელებული ორი პროექტის - “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (2017-2021) და “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” (2021-2024) - ფარგლებში.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
• სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (ბიზნესი, მედია, ფართო საზოგადოება) შორის კავშირების გაძლიერება. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მომზადება ხელისუფლებასთან არსებითი დიალოგისთვის, როცა ამის პირობები შეიქმნება.
• ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით მათი ფინანსური მდგრადობის სტრატეგიებისა და საზოგადოებასთან საკომუნიკაციო კამპანიის გაუმჯობესების გზით.
მოსალოდნელი შედეგები
o 500 ორგანიზებულ ჯგუფს (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები).
o 3000 მოქალაქე (აქტივისტები, ახალგაზრდები, სკოლის მასწავლებლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები).
o 50 ბიზნესორგანიზაცია.
პროექტი ასევე მოიცავს კომპლექსურ საგრანტო კომპონენტს სამოქალაქო საზოგადოების ჰაბების, ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო აქტივისტების, სახალხო დაფინანსების (“ქრაუდფანდინგის”), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად.
ნანახია: 1024
მსგავსი სიახლეები
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს
clickss