2025-11-04

02:59

საქართველოს მოსახლეობის 75% თამბაქოს დასრულების პოლიტიკას ემხრობა

საზოგადოება
17-02-2025 14:29

17 თებერვალს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ასახავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას თამბაქოს პოლიტიკის დასრულების შესახებ.

კვლევები წარმოადგინეს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა, პროფ. გიორგი ბახტურიძემ და სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილმა.

კვლევებში ნათქვამია, რომ 2024 წლის ოქტომბერში, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფონდის მხარდაჭერითა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩაატარა კვლევა, რომელიც შეისწავლის საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას თამბაქოს დასრულების პოლიტიკის მიმართ. კვლევამ, რომელშიც ზრდასრული მოსახლეობა მონაწილეობდა, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ყველა რეგიონი მოიცვა. 

პირისპირ ინტერვიუების მეთოდით ჩატარებული კვლევის მიზანი იყო საზოგადოების პოზიციის შეფასებას თამბაქოს დასრულების პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ისეთი მექანიზმების გამკაცრებას, რაც საქართველოში თამბაქოს მოხმარების შემცირებასა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.

საბოლოო შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ამ დრომდე არ სმენია თამბაქოსგან თავისუფალი საქართველოს პოლიტიკისა და მისი მიზნების შესახებ, რომლის თანახმად, 2040 წლისთვის, თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების მომხმარებელთა წილი 5%-მდე უნდა შემცირდეს. მას შემდეგ, რაც  პოტენციურად გასატარებელი ზომების შესახებ შეიტყვეს, გამოკითხულთა 75%-მა პოლიტიკას მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ

        მოსახლეობის 80% ემხრობა თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების შეძენის კანონიერი ასაკის 21 წლამდე გაზრდას.

        73% მიიჩნევს, რომ 2010 წელს ან უფრო გვიან დაბადებულ პირებზე თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების გაყიდვა უნდა აიკრძალოს.

        75% მხარს უჭერს თამბაქოს პროდუქტებში ნიკოტინის შემცველობის (ნიკოტინის ნებისმიერი სახით შემცველი ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით) 95%-ით შემცირებას.

        63% მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ სახელმწიფოს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისათვის.

        ქიმიკატების (არომატი, სხვადასხვა დანამატი და ა.შ.) დამატება, რომლებიც თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმს ნაკლებად მძაფრს ხდის, უნდა აიკრძალოს - 73% ემხრობა

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 44%-ს არ სჯერა, რომ მთავრობა საკმარისს აკეთებს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის 5%-მდე შესამცირებლად, ხოლო 47% ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ იღებს საჭირო ზომებს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს თამბაქოს მოხმარების მკაცრ რეგულაციებს. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ  აქტიური ნაბიჯები გადადგას, რათა საქართველომ 2040 წლისათვის, მიიღოს თამბაქოსგან/ნიკოტინისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი.

 

მსგავსი სიახლეები

2025-11-01 09:00
საზოგადოება

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

2025-10-22 13:27
საზოგადოება

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

2025-10-21 16:46
საზოგადოება

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები