2025-10-30

04:55

კონგრესის ბიუროს განცხადება საქართველოში შექმნილ გადაუდებელ ვითარებასთან დაკავშირებით

საზოგადოება
11-02-2025 15:56

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად დაიცვას ევროპული სტანდარტები ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით და გზა გაუხსნას ეროვნულ დონეზე თავისუფალი და სამართლიანი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, ასევე თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ჩატარებას და ყველა ქართველის, მათ შორის ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლების, სამართლიანი მოპყრობას.“

„ქვეყანაში 3-4 თებერვალს კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ და წინა განცხადებებზე დაყრდნობით, ბიურო მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, იმ უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის დასაძლევად, რომელიც აზიანებს ქვეყანას. მათ უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოს და ყველა საჯარო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. საჯარო მოხელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიტიკურ მიზეზთა გამო, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს.“

ასევე, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს თავისი გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, უნდა გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან ხელისუფლების წინააღმდეგ არაძალადობრივ პროტესტში მონაწილეობისთვის. ეს მოიცავს როგორც ეროვნული და ადგილობრივი დონის პოლიტიკოსებს, ისე ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომლის საკითხზეც კონგრესი გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას.

„ამ მიდგომით საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია და ნათლად გამოხატოს მზადყოფნა ოპოზიციასთან ჭეშმარიტი, ღია და კონსტრუქციული დიალოგისადმი. დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს ის ნდობა, რომელიც ოპოზიციას მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში და შეწყვიტოს ინსტიტუტების ბოიკოტი. თავის მხრივ, ამან გზა უნდა გაუხსნას ახალ ეროვნული არჩევნებს, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროპულ სტანდარტებზე და საერთაშორისო დამკვირვებლების, განსაკუთრებით კი 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაცემულ რეკომენდაციებზე. ასევე, ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან კონგრესის მიერ საარჩევნო კოდექსში უახლესი ცვლილებების შესახებ მოთხოვნილ მოსაზრებაზე. შემდეგი ადგილობრივი არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.  მათი არსებულ პირობებში ჩატარება, ვითარების კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, თუ ქვეყანაში არსებითი პოლიტიკური ცვლილებები არ განხორციელდა, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს.

„ბიურო მტკიცედ სწამს დემოკრატიული, ევროპული მომავლის, რომელიც ყველა ქართველის ინტერესს ემსახურება. ამის მიღწევა საჭიროებს ხელისუფლების ყველა დონეზე ყველა პოლიტიკური აქტორის, მათ შორის მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას.

„კონგრესი მზადაა, მაქსიმალური მხარდაჭერა გასწიოს ამ მიზნის მისაღწევად. საქართველოს საკითხზე დებატი გაიმართება კონგრესის მომდევნო სესიაზე, რომელიც  2025 წლის 25-27 მარტს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

2025-10-22 13:27
საზოგადოება

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

2025-10-21 16:46
საზოგადოება

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

2025-10-06 12:06
საზოგადოება

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები