2025-01-09

11:11

კახა ოქრიაშვილი: „დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა !

საზოგადოება
08-01-2025 17:27
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ქოცების“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ამოქოქა პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ბერნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, თავიდანვე იდიოტებზეა გათვლილი და ორი ამორფული, არარსებული სტრუქტურა გამოიყენა: ერთი „დიფ სთეითია“, ანუ გაურკვეველი ვიღაცები, ვინც „სიღრმიდან, ქვეშიდან მართავენ მსოფლიოს“ და მეორე - „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ყველა ომს იწყებს. გამოდის, რომ ეს ორი „სტრუქტურა“ ფლობს ზესახელმწიფოებრივ ძალებს. თქვე ოჯახაშენებულებო, პუტინის გეშინიათ, ომი არ დაგვიწყოსო და ამათი არ გეშინიათ, თუკი მართლა არსებობენ და ასეთ სუპერძალებს ფლობენ? სიმართლე ისაა, რომ პირდაპირ ვერ აგინებთ ამერიკას და აგინებთ აბსტრაქტულ „დიფ სთეითს“ და „ომის პარტიას“. უშველებელი ეკონომიკის მქონე ჩინეთიც კი ერიდება ამერიკასთან ღია დაპირისპირებას და თქვენ რატომ არ ერიდებით?! თქვენ გეშინიათ ყველაფრის - რუსეთის, ამერიკის, ევროპის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საკუთარი ხალხის, მაგრამ ყველაზე მეტად გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, რადგან ამას მოჰყვება ფარდის ახდა კორუფციაზე, თქვენს მიერ თანხების დატაცებაზე (მარტო თბილისის ავტობუსების ტენდერი რად ღირს) და ეს შიში გაკეთებინებთ ყველაფერს. ამ შიშმა გაგაყალბებინათ არჩევნები, გაქციათ დე-ფაქტო ხელისუფლებად და მოგაქციათ იზოლაციაში. მაგრამ ბატონებო, დიდხანს ვერ დარჩებით ხელისუფლებაში. პირადად მე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მასობრივი დაჭერების და რეპრესიების წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები, მაგრამ ამასთანავე, მოპარული ფული ხალხისაა და „პროცენტებით“ მოგიწევთ ბიუჯეტში დაბრუნება! შეგახსენებთ, ბიუჯეტი მოსახლეობის და ბიზნესის გადასახადების ხარჯზე ივსება, დე-ფაქტო ხელისუფლება კი პირდაპირ დაგვცინის და არალეგიტიმურ პარლამენტში დეპუტატები ხელფასებს იორმაგებენ და ისამმაგებენ. ეტყობა, უდიპლომო, უცოდინარი ხალხი ხელფასებს რომ ისამმაგებს, მერე „დიფ სთეითს“ უფრო ეფექტურად ებრძვის. P.S. „დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-01-08 17:27
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა !

ერთი „დიფ სთეითია“, ანუ გაურკვეველი ვიღაცები, ვინც „სიღრმიდან, ქვეშიდან მართავენ მსოფლიოს“

2025-01-01 13:26
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: გილოცავთ დამდეგ 2025 წელს - შევხვდებით რუსთაველზე !

დემოკრატიულმა სამყარომ ეს არჩევნები არ სცნო დემოკრატიულად, მაგრამ ამაში პოზიტივიც უნდა დავინახოთ - ეს იყო

2024-12-28 14:39
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: ბატონო კობახიძევ, მაგას ვის ეუბნებით, ბიზნესმენ ივანიშვილს, რომელმაც საქართველოსგან

ეს კომპანია აშენებულია ყველა მთავრობის მიერ ღიად ანტიბიზნესური და ანტიეკონომიკური ატმოსფეროს პირობებში.

2024-12-25 16:20
საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ღრმად დამწუხრებულები ვართ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრ

გვსურს, გულწრფელი სამძიმარი და ღრმა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ მეგობარი აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს. ამ რთულ

2024-12-24 14:07
საზოგადოება

ცესკოს განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში იყო გარკვეული შენიშვნები, ხარვეზები თუ წუხილები, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები