2024-12-25

05:25

ცესკოს განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე

საზოგადოება
24-12-2024 14:07

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებას. განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს ზოგიერთი დაინტერესებული წარმომადგენლის პროპაგანდისტულ ნარატივს და ამით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ცდილობს არჩევნებისა და, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რითაც ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებულ გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში იყო გარკვეული შენიშვნები, ხარვეზები თუ წუხილები, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ახლახან გამოქვეყნებულ შეფასებაში. ასევე, ჩვენი მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განვიხილოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოითქვა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა სწორედ მსგავსი პროცესის ინიცირების და ჩართულ მხარეებს შორის მშვიდ გარემოში მსჯელობის დროა და არა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის შემოტანის მცდელობის.

გვინდა საზოგადოებას ამასთანავე შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად მიმართა უფლებამოსილ უწყებას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული პრეტენზიების ობიექტურად შესაფასებლად. რამდენადაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, ამ დრომდე არავის წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე არსებითი ან კონკრეტული მტკიცებულებები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აყენებს მსგავს ბრალდებებს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები ან თავი შეიკავონ უარგუმენტო/უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან, რომლებიც აზიანებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.

საარჩევნო ადმინისტრაცია მტკიცედ რჩება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის დამცველი. ნებისმიერ დეზინფორმაციას მოჰყვება ფაქტობრივი და ყოვლისმომცველი პასუხი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ზუსტი ინფორმირება საარჩევნო პროცესის მთლიანობის შესახებ. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის გაძლიერებაში და არა პირიქით დამსხვრევაში.

მსგავსი სიახლეები

2024-12-24 14:07
საზოგადოება

ცესკოს განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში იყო გარკვეული შენიშვნები, ხარვეზები თუ წუხილები, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო

2024-12-23 16:36
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნებ

ამავდროულად, დასკვნაში წერია, რომ არჩევნების დღეს ადმინისტრირება იყო კარგი. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა უწყებების

2024-12-23 16:18
საზოგადოება

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენ

მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და რიგ შემთხვევებში - წამება

2024-12-19 16:10
საზოგადოება

თბილისში ყატარის სახელმწიფოს დაარსებიდან 146-ე წლისთავი აღინიშნა!

ყატარის სახელმწიფო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს ბუნებრივი გაზის მარაგების მხრივ, მეოთხეს მისი მოპოვების, ხოლო

2024-12-19 15:42
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის

ჩვენი საყვარელი საქართველო გადარჩეს. სამწუხაროდ, ასე არამარტო ფიქრობენ, არამედ ამას ოფიციალურად აცხადებენ კიდეც,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები