2024-12-21

19:46

თბილისში ყატარის სახელმწიფოს დაარსებიდან 146-ე წლისთავი აღინიშნა!

საზოგადოება
19-12-2024 16:10

18 დეკემბერს ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავამ თბილისში ყატარის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საზოგადოების, მედიის წარმომადგენლები.

ყატარის სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს ყოველწლიურად 18 დეკემბერს ზეიმობს. ამ დღეს, 1878 წელს, ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღესასწაული, როგორც წესი, აღლუმით, ფეიერვერკებით და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება, რაც ყატარში უამრავ ტურისტს იზიდავს მრავალი ქვეყნიდან. 2022 წელს ყატარმა წარმატებით უმასპინძლა ფიფა-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.

ყატარის სახელმწიფო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს ბუნებრივი გაზის მარაგების მხრივ, მეოთხეს მისი მოპოვების, ხოლო მეექვსე ადგილს - მისი ექსპორტის მხრივ. ნავთობისა და გაზის მოპოვებამ ყატარი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ აქცია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს სიდიდის მიხედვით.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ყატარს 1993 წლის მარტიდან აკავშირებს. ორ ქვეყანას მჭიდრო ურთიერთობები გააჩნია ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები უახლოეს მომავალში ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავა - ისე, როგორც ეს შეესაბამება საქართველოსა და ყატარის სახელმწიფო ინტერესებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ, 2025 წელს შესაძლებლობა გვექნება, რომ საქართველოში ვუმასპინძლოთ ყატარის ოფიციალურ დელეგაციას.

მივესალმებით ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის. ამ მხრივ, აღსანიშნავია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების არსებობა და ამ ჯგუფების მიერ განხორციელებული ვიზიტები დოჰასა და თბილისში. დინამიურად აქტიურდება ხალხთაშორისი კონტაქტები, მისასალმებელია თანამშრომლობის განვითარება ტურიზმის სფეროში და ტურისტების რიცხვი ორივე მიმართულებით ყოველწლიურად იზრდება. ნება მომეცით, მოგილოცოთ ეს შესანიშნავი თარიღი და ჩვენს ქვეყნებს ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა ყატარის სახელმწოფოს ელჩისადმი გაჟღერებული მიმართვისას.

ვასო კაპანაძე

 

მსგავსი სიახლეები

2024-12-19 16:10
საზოგადოება

თბილისში ყატარის სახელმწიფოს დაარსებიდან 146-ე წლისთავი აღინიშნა!

ყატარის სახელმწიფო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს ბუნებრივი გაზის მარაგების მხრივ, მეოთხეს მისი მოპოვების, ხოლო

2024-12-19 15:42
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის

ჩვენი საყვარელი საქართველო გადარჩეს. სამწუხაროდ, ასე არამარტო ფიქრობენ, არამედ ამას ოფიციალურად აცხადებენ კიდეც,

2024-12-17 15:31
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: ახალი არჩევნები გარდაუვალია და რაც უფრო ადრე გამოაცხადებს „ოცნება“, მით უფრო ადვილა

უწყვეტი პროტესტის ამ ოცმა დღემ კითხვა, თუ როგორ გადავრჩით და როგორ ვინარჩუნებდით თავისუფლებას, აღარ დამიტოვა

2024-12-16 13:12
საზოგადოება

თბილისში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო

ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

2024-12-12 15:21
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მ

საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის დანიშნული, დასმული და არა არჩეული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები