2024-10-27

19:23

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

საზოგადოება
26-10-2024 22:47

დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, არჩევნები შედგა - არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი  წარმატებით განხორციელდა.

არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს. 

ამომრჩევლები ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად, შეუფერხებლად აკეთებდნენ არჩევანს. ეს, რა თქმა უნდა, შედეგია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა სწორად, მიზანმიმართულად დაგეგმა და შესაბამისად, ეფექტიანად განახორციელა. თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ინფორმირების, ქცევის ტრანსფორმირებაზე ორიენტირებული, უპრეცედენტო და ფართომასშტაბიანი კამპანია, გაიმართა შესაბამისი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, ასევე განხორციელდა საარჩევნო პროცესში რისკების დაზღვევაზე ორიენტირებული  საქმიანობა და სხვა არაერთი ნოვაციური პროექტი.

ჩვენთან ერთად არჩევნების წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც ამომრჩევლებმა, ისე იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც  აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. ასევე მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება. გაწეული მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და მედიას. 

სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის  მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს. და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, რომლებსაც, ზოგ შემთხვევაში, უპრეცედენტო ზეწოლისა და უსამართლო ბრალდების ფონზეც კი უწევდათ მუშაობა, მაგრამ შეძლეს და კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად წარმართეს.

სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები. თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

წარმოგიდგენთ პირველად წინასწარ შედეგებს. დათვლილია 2026 ტექნოლოგიური უბანი.

 

პარტიის ნომერი

პარტიის დასახელება

შედეგი (რაოდენობა)

შედეგი (%)

3

„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

3479

0.197

4

კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა

197619

11.2

5

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

173510

9.834

6

„ევროპელი დემოკრატები“

7066

0.4

8

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

44689

2.533

9

„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

159306

9.029

10

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

13350

0.757

12

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

1637

0.093

16

„შეცვალე საქართველო“

11071

0.627

17

„საქართველო“

2463

0.14

20

თავისუფალი საქართველო

3651

0.207

21

ტრიბუნა

2162

0.123

23

„ჩვენ“

2244

0.127

25

„გახარია საქართველოსთვის“

145205

8.229

26

„მემარცხენე ალიანსი“

1115

0.063

27

ქართველ ერთობა

3918

0.222

36

„გირჩი“

56980

3.229

41

ქართული ოცნება

935004

52.991


მსგავსი სიახლეები

2024-10-26 22:47
საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზები

2024-10-26 22:44
საზოგადოება

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. ამდენად ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრი ამ დროისთვის კვლავ

2024-10-26 19:58
საზოგადოება

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით

ესკო ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს შეახსენებს. კენჭისყრა სრულდება

2024-10-26 17:32
საზოგადოება

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას. ამ დროისათვის დასრულებულია კენჭისყრა ავსტრალიაში

2024-10-26 15:43
საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადება

მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას გაერკვიოს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები