2024-10-27

19:19

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადება

საზოგადოება
26-10-2024 15:43

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის 69-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„რამდენიმე წუთია ვრცელდება ინფორმაცია მედია და ინტერნეტ სივრცეში, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა განხორციელდა. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ.

მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას გაერკვიოს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ვთხოვო სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები, რათა საზოგადოებას, ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, აზიანებს კენჭისყრის დღის მთლიანობას, რა თქმა უნდა, აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიას სასწრაფოდ მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით.

ასევე ვეხმაურები, მარნეულის საოლქო კომისიის დაქვემდებარებაში არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ხორციელდება ვერიფიკაციის აპარატებში ხმების ჩაწევა, მაშინ როდესაც ამ აპარატებში ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს. ამასთან, ხმის ჩაწევის შესაძლებლობის რაიმე თეორიაც რომ არსებობდეს, აღსანიშნავია ის, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ პირმა, ხელმეორედ გამოცხადების ან იმ უბანზე რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

მივმართავ ყველა ამ ინფორმაციის ავტორს, გთხოვთ პატივი სცეთ საზოგადოებას, ამომრჩეველს და მივაწოდოთ მათ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

ამასთანავე, მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, სადაც გარკვეულ ფსიქო-ემოციური მდგომარეობაში მყოფმა ამომრჩეველმა რამდენიმე ვერიფიკაციის აპარატი იმდაგვარად დააზიანა, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. რა თქმა უნდა კომისიამ უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაგიზიარებთ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, ასევე ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას“,-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

2024-10-26 22:47
საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზები

2024-10-26 22:44
საზოგადოება

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. ამდენად ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრი ამ დროისთვის კვლავ

2024-10-26 19:58
საზოგადოება

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით

ესკო ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს შეახსენებს. კენჭისყრა სრულდება

2024-10-26 17:32
საზოგადოება

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას. ამ დროისათვის დასრულებულია კენჭისყრა ავსტრალიაში

2024-10-26 15:43
საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადება

მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას გაერკვიოს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები