2024-10-25

16:25

კახა ოქრიაშვილი: „მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები“!

საზოგადოება
24-10-2024 12:09

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა და გაძლიერდა მოსახლეობის დაშინების მცდელობა, განსაკუთრებით მასწავლებლების, საჯარო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების და იმ მოქალაქეების, ვინც  სოციალურ შემწეობას იღებს. მათ მიმართ მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას ურეკავენ და სატელეფონო ზარის მეშვეობით ემუქრებიან.

რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ამ დაშინებას?! მოგმართავთ ყველას, მობილური ტელეფონების უმრავლესობას აქვს ჩანაწერის გაკეთების ფუნქცია, ჩაიწერეთ ეს მუქარა, მოგვაწოდეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოძალადეებს პასუხი ვაგებინოთ. მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ზეწოლის საქმეები, რათა 26 ოქტომბრის შემდეგ ახალმა, რეფორმირებულმა სასამართლომ, განიხილოს და დააყენოს ამ მოძალადეების პასუხისმგებლობის საკითხი.

შეგახსენებთ, ხმის მიცემა ფარულია, ჩვენი არჩევანი სრულიად კონფიდენციალურია და ვერავინ გაიგებს, ვის მივეცით ხმა, თუ თავად არ გავამხელთ. 

ყველას გელოდებით არჩევნებზე 26 ოქტომბერს - გავთავისუფლდეთ ცრუ დაპირებებისგან და ყალბი ოცნებებისგან!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2024-10-25 10:22
საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალე

სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.

2024-10-24 12:09
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მ

რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ამ დაშინებას?! მოგმართავთ ყველას, მობილური ტელეფონების უმრავლესობას აქვს ჩანაწერის გაკეთების

2024-10-23 12:41
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან!

რა გვინდა ევროპაში და რატომ გვინდა ევროპული დემოკრატია?! იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში

2024-10-22 16:04
საზოგადოება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა სოციალური სამართლიანობის ცენტრ

დღევანდელი შეკრების მასპინძელი სამოქალაქო საზოგადოების სამი ორგანიზაციაა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კავკასიის კვლევითი

2024-10-21 13:44
საზოგადოება

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წა

გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები