2024-10-22

21:38

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა სოციალური სამართლიანობის ცენტრის, CRRC საქართველოს და საიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობა: გამოწვევები და რეფორმების პერსპექტივები“

საზოგადოება
22-10-2024 16:04

ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარული ვარ, რომ მოგესალმოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტური თემების განსახილველად, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება და სოციალური გამძლეობა.

უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესია. ის ნებისმიერ ქვეყანაში ძალაუფლების არსს ეხება. წარმატების მისაღწევად, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა ეროვნულ დონეზე უნდა განხორციელდეს და პოლიტიკურ ვალდებულებასა და ლიდერობას, ინსტიტუციურ თანამშრომლობასა და დაინტერესებულ მხარეთა ფართო მონაწილეობას ეფუძნებოდეს.

დემოკრატიული ზედამხედველობა თანაბრად მნიშვნელოვანია ძლიერი და მედეგი ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის. უნდა იყოს ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ღიაობა, დაწესდეს სამართლებრივი გარანტიები თვითნებური გადაწყვეტილების მიღებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

სწორედ ამიტომ, საქართველოს უსაფრთხოების სისტემაზე ძლიერი ზედამხედველობის მექანიზმი ასევე იყო ჩართული როგორც საქართველოს მიერ შესასრულებელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას. უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხილვა და გაუმჯობესება აუცილებელი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სვლის გასაგრძელებლად. [ნაბიჯი 5 - საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე...]

მიუხედავად წარსულში ამ კუთხით გატარებული გარკვეული რეფორმებისა, ანგარიშები, რომლებიც დღეს იქნება წარმოდგენილი, სამწუხაროდ, სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტიანია.

დღევანდელი შეკრების მასპინძელი სამოქალაქო საზოგადოების სამი ორგანიზაციაა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - საქართველო (CRRC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ეს ორგანიზაციები ბოლო სამი წლის განმავლობაში ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის სფეროში.

სამი წლის თავზე აღინიშნება მზარდად ნეგატიური გარემო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ზედამხედველობის მიმართებაში. დღეს, ამ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მომავლისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გახდნენ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების პირდაპირი სამიზნე და მათი სივრცე სამართლებრივი და არასამართლებრივი ზომების ერთობლიობით შეიზღუდა. ამ გარემოში მიზანმიმართული ზედამხედველობა კიდევ უფრო გართულდა.

ეს შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვასთან. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა გასულ კვირას განაცხადა, ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადასვლის ნიშნები, რაც საქართველოს ევროკავშირის გზიდან აშორებს.

როგორც ევროკავშირის ელჩი, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალი მოვლენები  ხელს შეუწყობს მიზანმიმართული რეფორმებისთვის ხელსაყრელი გარემოს აღდგენას, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

ეს სტანდარტებია ადამიანის უფლებების პატივისცემა, სანდო ინფორმაციისა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხელმისაწვდომობა და ეფექტიანი დემოკრატიული კონტროლისა და ზედამხედველობის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიას!

მსგავსი სიახლეები

2024-10-22 16:04
საზოგადოება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა სოციალური სამართლიანობის ცენტრ

დღევანდელი შეკრების მასპინძელი სამოქალაქო საზოგადოების სამი ორგანიზაციაა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კავკასიის კვლევითი

2024-10-21 13:44
საზოგადოება

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წა

გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნო

2024-10-21 10:25
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმ

მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა შეფასებებს და რიგ შემთხვევაში, უნიჭო მანიპულაციებს მარშის მონაწილე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით.

2024-10-19 16:49
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსხვილ ქალაქებში „ოცნება" პირწმინდად აგებს არ

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსხვილ ქალაქებში „ოცნება" პირწმინდად აგებს არჩევნებს !

2024-10-18 13:11
საზოგადოება

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 508 294-ს

არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები