2024-10-18

07:22

კახა ოქრიაშვილი: „ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების პირობებში, ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარი და ბოლოს, „გაკუპონდეს“ კიდეც!

საზოგადოება
17-10-2024 15:14

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ამ მოკლე პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხაა.

რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ ფინანსურ სისტემასთან, პრაქტიკულად, მის ნაწილს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა დასავლეთს და ეს ომი ეხება ყველა სფეროს, მათ შორის, ფინანსურს. გამოდის, დასავლეთისთვის ომის გამოცხადებით, „ოცნება“ ომს უცხადებს დასავლურ და ამით საკუთარი ქვეყნის საფინანსო სისტემას. ეს ყველაფერი იწვევს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და მომავალში დაბრკოლებებს შეუქმნის მის შემოდინებას.
არჩევნების გაყალბების და „ოცნების“ მიერ ხელისუფლების უკანონოდ მითვისების პირობებში, ლარის კურსი იქნება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარიც და შესაძლოა, „გაკუპონდეს“ კიდეც. ლარის კურსი პირდაპირაა დამოკიდებული „ოცნების“ ქმედებებზე - დარჩებიან ხელისუფლებაში ?! ახლანდელი 500-ლარიანი პენსია დოლარში შეიძლება 6 ან 7 დოლარი გახდეს, ან 2027 წელს 3 500-ლარიანი ხელფასის რეალური ღირებულება 100-150 დოლარი იყოს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას. შეგახსენებთ, ასე იყო ადრეც, როცა საჩხერელ ფერმერებს მიუწოდა, პირადი ბანკირი აიყვანეთო.
არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ მინდა, ყველა დავაფიქრო - თუ „ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან საბოოლოდ გაფუჭდება და ქართველი ხალხის შემოსავლები და ხელფასები ლარში სასტიკად გაუფასურდება.
26 ოქტომბერს შევცვალოთ ეს ხელისუფლება!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

2024-10-17 18:04
საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს

2024-10-17 15:14
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების პირობებში, ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი,

რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ

2024-10-17 09:59
საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პ

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე

2024-10-16 10:00
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმო

ეს ჩვენი ხალხის დამონების მცდელობაა და ყველა ის პირი, ვინც ამაშია ჩართული, პერსონიფიცირებული იქნება და პასუხს აგებს ამის გამო.

2024-10-14 12:13
საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია თანამშრომლებზე მსგავსი ტიპის ზეწოლა, მაშინ როდესაც საარჩევნო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები