2025-12-10

07:31

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

საზოგადოება
11-10-2024 11:30

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს  95 834-ს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა.  განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის, ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი. კერძოდ, საუბარია  დამატებით 7 უბნის გახსნის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებთან.

ხვალ ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცესკოში შემოსული წერილი, სადაც საუბარია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათ-განში შექმნილ ვითარებას და ამ სიტუაციაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.

დეტალურ ინფორმაციას სხდომის შედეგების და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ საზოგადოებას სხდომის დასრულებისთანავე მივაწვდით. მანამდე კი, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს, ნუ გამოიყენებენ საზღვარგარეთ ხმის მიცემის თემას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და ამომრჩევლის ინტერესებს.

მსგავსი სიახლეები

2025-12-09 10:05
საზოგადოება

ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ

ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ

2025-12-05 20:36
საზოგადოება

ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცი

ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცია და დიაბეტური რეტინოპათიის მართვა“

2025-12-03 15:26
საზოგადოება

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები