2025-11-07

11:26

PACE-ის წევრების დეკლარაცია - საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის

საზოგადოება
04-10-2024 01:04

საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვებრგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში - “არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები”. დეკლარაციას 24 დეპუტატი აწერს ხელს.

დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.

“საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც, როგორც ჩანს, აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის.

ეს მოიცავს დაშინების მასობრივ კამპანიას ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელთა უძრავი ქონება იძარცვება და რომელთა ოჯახებს ემუქრებიან. ასევე, იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციონერ აქტივისტებზე.

ამომრჩევლებს, ასევე, აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს ხმის ანონიმურობას - “მთავრობას ეცოდინება ვის მიეცი ხმა და ამას შედეგები მოყვება”.

ბევრ ეროვნულ სადამკვირვებლო ჯგუფს ხელს უშლიან თავისი სამუშაოს შესრულებაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით იქამდეც კი, ვიდრე ე.წ. “უცხოური აგენტების კანონი” შევა ძალაში.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცოტა ხნის წინ, მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა.

მსგავსმა ქმედებებმა წინასაარჩევნო გარემო შექმნა, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად [საქართველოს] ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.

არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების როლი, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად განსაზღვრის საშუალება მიეცეს”, - ნათქვამია PACE-ის 24 წევრის მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაში.

წყარო: www.ipn.ge

უკან დაბრუნება

ნანახია: 1056

მსგავსი სიახლეები

2025-11-01 09:00
საზოგადოება

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

2025-10-22 13:27
საზოგადოება

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

2025-10-21 16:46
საზოგადოება

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები