2025-12-09

11:53

კახა ოქრიაშვილი: „26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ“!

საზოგადოება
01-10-2024 10:44

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურმე, 2012 წლიდან „ბეწვის ხიდზე უწევთ სიარული“. მარტო დადიან ამ ბეწვის ხიდზე თუ ეს ქვეყანაც დაჰყავთ, ამ განცხადებიდან გაურკვეველია. ან 2012 წლიდან რატომ დადიან, როცა ამ ქვეყანას 3 000-წლიანი სახელმწიფოებრიობის  გამოცდილება და ისტორია აქვს, მაგრამ ივანიშვილისთვის წელთაღრიცხვა 2012 წლიდან იწყება.

დიახ, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ იყო ბეწვის ხიდზეც, ძლიერიც, დაცემულიც, მაგრამ არასდროს დანებებული და დამონებული. ახლა კი სახეზეა ჩვენი ხალხის დამონების მცდელობა და ამის მაგალითს ყოველდღიურად გვიჩვენებს „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი, როცა რუსეთის „უკანა ეზოში“ მიძვრება და აქტიურად უხდის ბოდიშებს ჩვენს მტერს.

ჰოდა, 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მშვიდად, ღირსებით, ყოველგვარი ომის გარეშე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა მყარ ნიადაგზე, ევროპისკენ, რადგან სწორედ ევროპაა მშვიდობაც, კეთილდღეობაც და მყარი ნიადაგიც ჩვენს ფეხქვეშ!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

2025-12-09 10:05
საზოგადოება

ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ

ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ

2025-12-05 20:36
საზოგადოება

ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცი

ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცია და დიაბეტური რეტინოპათიის მართვა“

2025-12-03 15:26
საზოგადოება

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები