აშშ-მა ირანის სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა
ვაშინგტონმა თეირანს მკაცრი სამხედრო პასუხი გასცა. ამერიკულმა ავიაციამ ირანის ტერიტორიაზე რაკეტებისა და დრონების საცავებს, ასევე სანაპირო რადარებს მასშტაბური დარტყმები მიაყენა.
პენტაგონის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაცია 25 ივნისს ჰორმუზის სრუტეში მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ განხორციელდა. აშშ-ის ინფორმაციით, მაშინ ირანულმა დრონმა ომანის სანაპიროსთან, სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ სატვირთო გემს შეუტია.
თეთრი სახლი თეირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და საერთაშორისო ნავიგაციის წინააღმდეგ აგრესიაში ადანაშაულებს. ექსპერტების შეფასებით, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის დაპირისპირება ახალ, უფრო მწვავე ეტაპზე გადადის.
ნანახია: 27
მსგავსი სიახლეები
clickss