Reuters - ბრიტანეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც
ბრიტანეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებისგან 11-მა ძალიან სერიოზული დაზიანებები მიიღო, 22 მძიმედ დაშავდა. 56 ადამიანს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ ნაწილს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება, ნაწილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სარკინიგზო ავარიების გამოძიების განყოფილებამ განაცხადა, რომ ინსპექტორების ჯგუფი მტკიცებულებების შესაგროვებლად ადგილზე იმყოფებოდა. გამომძიებლები, სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან, თუ რატომ გაჩერდა ერთი მატარებელი, მეორემ კი გაჩერება ვერ შეძლო.
მომხდარს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გამოეხმაურა. მან დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ტრაგიკულ ინციდენტზე სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
ნანახია: 89
მსგავსი სიახლეები
clickss