საქსტატი - დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 363.8 ლარს შეადგენს
2026 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2026 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების - 2 836.0 ლარი იყო.
„საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5 952.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 290.7 ლარი (გაიზარდა 3.1 პროცენტით); სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3 230.4 ლარი (გაიზარდა 11.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 186.0 ლარი (გაიზარდა 7.1 პროცენტით).
2026 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების - 2 836.0 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9.0%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 234.7 ლარი (9.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2026 წლის I კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 166.3 ლარით (7.7%) და 2 335.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 358.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.4 პროცენტით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 632.7 ლარი, გაიზარდა 6.8 პროცენტით).
2026 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.8 ლარით (11.2%) გაიზარდა და 2 413.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნანახია: 103
მსგავსი სიახლეები
clickss