შვეიცარიის თვალის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფ. იუსტუს გარვეგი თბილისში დიაბეტის დროს გავრცელებული თვალის დაავადებების მართვის უახლეს მიდგომებს წარადგენს
5 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ (მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. #29) გაიმართება სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე „დიაბეტი და მხედველობა: პაციენტის მართვის ინტეგრირებული მიდგომა“.
ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი იქნება იუსტუს გარვეგი (MD, PhD), შვეიცარიის თვალის ინსტიტუტის (Swiss Eye Institute) და ბერნის თვალის კლინიკის სპეციალისტი, რომელიც ქართველი ექიმებისთვის წარადგენს დიაბეტური რეტინოპათიისა და დიაბეტური მაკულარული შეშუპების (DME) მართვის თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებასა და მკურნალობის უახლეს შესაძლებლობებს.
ღონისძიება მიზნად ისახავს დიაბეტური რეტინოპათიისა და დიაბეტური მაკულარული შეშუპების (DME) მართვის თანამედროვე სტანდარტების განხილვას, ოფთალმოლოგებსა და ენდოკრინოლოგებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და პაციენტზე ორიენტირებული, კოორდინირებული მიდგომების პოპულარიზაციას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან დიაბეტით დაავადებული პაციენტები მხედველობის გართულებების განვითარების რისკის პირობებში. სპეციალისტები განიხილავენ ადრეული დიაგნოსტირების მნიშვნელობას, რეფერალური სისტემის ეფექტიან მუშაობას, ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის კოორდინირებულ ჩართულობას, ასევე თანამედროვე მკურნალობის შესაძლებლობებს.
კონფერენციას დაესწრებიან ოფთალმოლოგები და ენდოკრინოლოგები, რომლებიც მონაწილეობენ დიაბეტის მქონე პაციენტების მართვაში.
კონფერენციის ფარგლებში, პროფ. იუსტუს გარვეგი გააკეთებს პრეზენტაციას თემაზე „ახალი თაობის anti-VEGF თერაპიის როლი დიაბეტური მაკულოპათიისა და რეტინოპათიის მართვაში“ ასევე ისაუბრებს მსოფლიო რეალური კლინიკური პრაქტიკის მნიშვნელოვან პერსპექტივაზე.
ასევე მოხსენებებით წარსდგებიან სფეროს წამყვანი ქართელი ექსპერტები:
· რამაზ ყურაშვილი მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ისაუბრებს დიაბეტური რეტინოპათიის გავრცელებასა და დაავადების ტვირთზე საქართველოში - პრედიაბეტიდან დიაბეტურ რეტინოპათისს პრევენციამდე;
· ნინო კარანაძე მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკის დირექტორი და დამფუძნებელი - განიხილავს თვალის დიაბეტური კლინიკის მოდელსა და პაციენტის მართვის პრაქტიკულ ასპექტებს, კერძოდ, მხედველობის დაკარგვის გავლენა დიაბეტის მქონე პაციენტებში;
· თეკლა მამაგეიშვილი ოფთალმოლოგი, ბადურის სპეციალისტი - ისაუბრებს VEGF-ის როლის მიღმა საჭიროებაზე და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებაზე დიაბეტური მაკულის შეშუპების დროს.
· ოფთალმოლოგი, ვიტრეო-რეტინალური ქირურგი შალვა სხირტლაძე დამსწრე საზოგადოებას გააცნობს DME-ის მართვის პრაქტიკული გამოცდილებას, როგორც კლინიკურ გზამკვლევს პერსონალიზებულ მკურნალობაში და წარმოადგენს მულტიდისციპლინური თანამშრომლობის წარმატებული მაგალითებს.
ღონისძიების დასასრულს მოეწყობა პანელური დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ექსპერტებთან ერთად განიხილონ კლინიკური პრაქტიკის აქტუალური საკითხები და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება.
ნანახია: 28
მსგავსი სიახლეები
clickss