იტალიური კრეატიულობა იტალიის რესპუბლიკის დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად
წელს იტალიის რესპუბლიკის დაბადებიდან 80 წლისთავი აღინიშნება.
2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება გაიმართა.
ღონისძიებას, რომელსაც ქართული ინსტიტუციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები იტალიელები, მეწარმეები, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის სფეროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა. ელჩმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა:
„დღეს იტალია რესპუბლიკის დაბადების 80 წლისთავს აღნიშნავს. რესპუბლიკის, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის მთავარ პრინციპებს - თავისუფლებას, დემოკრატიას, მშვიდობას, შრომასა და თანასწორობას - ეფუძნება“, - აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ, - „სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებებით არის შთაგონებული იტალიასა და საქართველოს შორის არსებული კავშირები, რომლებიც ინტენსიური კულტურული, დიპლომატიური და ეკონომიური გაცვლებით გამოირჩევა“.
იტალიის ეროვნული დღესასწაული ამ ღირებულებების მნიშვნელობის და, ასევე, საქართველოსთან ურთიერთობის პროგრესის აღნიშვნის მომენტია. ამავე დროს, ეს დღესასწაული იტალიური ცხოვრების სტილისა და კრეატიულობის წარმოჩენის შესაძლებლობაცაა.
იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელ საზეიმო წვეულებაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ:
დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.
იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით გაიმართა.
ნანახია: 27
მსგავსი სიახლეები
clickss