2026-06-02

16:33

კახა კალაძე - თუ ნახავთ, რომ "არქისთან" ან ნებისმიერ სხვა დეველოპერულ კომპანიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, გპირდებით თანამდებობას დავტოვებ

02-06-2026 09:44

"რა პრობლემაა, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი და ჩემი ბავშვის ნათლია? "არქისთან" დამოკიდებულებაში რამე არასწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა?" - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის მიერ შესაბამის თემაზე დასმულ შეკითხვას.

როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" საუბრისას აღნიშნა, თუკი არსებობს ფაქტი, რომ რომელიმე დეველოპერულ კომპანიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თანამდებობას დატოვებს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის.

"რომელი წლიდან არის "არქი" სამშენებლო ბიზნესში? 2006 წლიდან, მაშინ, როდესაც მე საფეხბურთო კლუბ „მილანში“ ვთამაშობდი. "არქის" დამფუძნებელი ილია წულაია არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთ ქალაქში დავიბადეთ, გავიზარდეთ, არის ჩემი შვილის ნათლია, თუმცა ეს რა შუაშია? ან რა პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი ან ჩემი ბავშვის ნათლია? რამე არასწორად მაქვს გაკეთებული კომპანია "არქისთან" დამოკიდებულებაში? არასწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა? გაქვთ რაიმე კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით? თუ ნახავთ, რომ "არქისთან" და ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით ჩვენ, მუნიციპალიტეტს გვაქვს არასწორი გადაწყვეტილება მიღებული, გპირდებით, რომ თანამდებობას დავტოვებ და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას", - აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები