2026-05-29

22:42

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - გალატში დრონის ჩამოვარდნა რუსეთის მხრიდან უპასუხისმგებლო ესკალაციაა

29-05-2026 10:10

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 29 მაისის ღამეს ქალაქ გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დრონის ჩამოვარდნას რუსეთის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციად აფასებს.

სამინისტროს განცხადებით, დრონი, რომელიც უკრაინაში ინფრასტრუქტურის დაბომბვაში მონაწილეობდა, გალაცში ჩამოვარდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ხანძარი გამოიწვია. ორი ადამიანი დაშავდა, შენობის მაცხოვრებლები კი ევაკუირებულები არიან.

„ეს ინციდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს. რუმინეთი საერთაშორისო სამართლისა და მისი საჰაერო სივრცის ამ სერიოზული დარღვევის საპასუხოდ აუცილებელ დიპლომატიურ ზომებს მიიღებს“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ დასძინა, რომ რუმინეთმა გარემოებების შესახებ აცნობა თავის მოკავშირეებს და ნატო-ს გენერალურ მდივანს და მოითხოვა ზომების მიღება დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გადაცემის დასაჩქარებლად.

„რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრესორ სახელმწიფოდ რჩება, რომელიც უკანონო ომს აწარმოებს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება რეგიონული უსაფრთხოებისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ფედერაცია პირდაპირ პასუხისმგებელია ამ სერიოზულ და უპასუხისმგებლო ქმედებებზე“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები