2026-05-22

00:21

როში“ ახალგაზრდა ექიმებისთვის ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

21-05-2026 20:04

Next Gen Specialists პროფესიული ზრდის სრულიადახალ შესაძლებლობებს ქმნის

22 მაისს, 16:30 საათზესასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში (მისი.ჭავჭავაძის #37) საერთაშორისოფარმაცევტული კომპანია როში ახალისაგანმანათლებლო ინიციატივის - Next Gen Specialists (NGS) ოფიციალურ პრეზენტაციასგამართავს.  

NGS წარმოადგენს გრძელვადიან საგანმანათლებლოდა პროფესიული განვითარების პლატფორმასრომელიც ახალგაზრდა ექიმებისა დარეზიდენტებისთვის იქმნებაპროგრამის მიზანიათანამედროვე სამედიცინო ცოდნაზეხელმისაწვდომობის გაზრდაპროფესიულიგანვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისოგამოცდილებასთან დაახლოება.

NGS (ენჯიესიაერთიანებს ოთხ მიმართულებასონკოლოგიასჰემატოლოგიასნევროლოგიასა დაოფთალმოლოგიას — სფეროებსსადაცთანამედროვე მედიცინა ყველაზე სწრაფადვითარდება და ინოვაცია რეალურ გავლენას ახდენსპაციენტის ცხოვრების ხარისხზ.  ეს მიმართულებებიდღითიდღე უფრო და უფრო აქტუალური ხდებასაქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვისროშისთვისკი, ეს სფეროები სტრატეგიული მნიშვნელობისაა — მათში კომპანიას მრავალწლიანი საერთაშორისოგამოცდილებაექსპერტიზა და ინოვაციური რესურსიგააჩნია.

როში მედიცინაში ინოვაციების განვითარებისერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და ჩვენთვისმნიშვნელოვანიავიყოთ არა მხოლოდინოვაციების შემქმნელიარამედ მათიგამზიარებელიცსწორედ ამიტომჩვენისაქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამედიცინოპერსონალის პროფესიული განვითარებისმხარდაჭერას უკავშირდებადღესროდესაცმედიცინა განსაკუთრებით სწრაფად ვითარდებაგვჯერარომ ახალგაზრდა ექიმებისთვის ცოდნასადა საერთაშორისო გამოცდილებაზეხელმისაწვდომობა კრიტიკულადმნიშვნელოვანიამედიცინის მომავალი დღესიქმნება იმ ახალგაზრდა ექიმების ხელითრომლებიც ახლა სწავლობენიზრდებიან დავითარდებიანსწორედ ამ ხედვიდან დაიბადა NGS - Next Gen Specialists პლატფორმარომელიც ხელსშეუწყობს ახალი თაობის სპეციალისტებისგანვითარებას და პროფესიულიშესაძლებლობების გაძლიერებას“, — აცხადებსმაკა ასათიანი, როშ ჯორჯიას ხელმძღვანელი.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებშიმონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონპირდაპირი წვდომა ექსპერტებთან ვორქშოფებისადა გამოცდილების გაზიარების ფორმატში — როგორცლოკალურისე საერთაშორისო დონეზეგაიუმჯობესონ თანამედროვე სამედიცინოპრაქტიკისთვის საჭირო პროფესიული უნარებიმიიღონ პერსონალური მენტორობა Roche-ისგუნდისგანჰქონდეთ წვდომა გლობალურ ცოდნასადა საერთაშორისო გამოცდილებაზესურვილისშემთხვევაშიგაიარონ სტაჟირება „როშ ჯორჯიას“ გუნდში.

ჩვენ გვჯერა შემდეგი თაობის და მათი როლის მედიცინაში. Next Gen Specialists შეიქმნა მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება, თანამედროვე ცოდნაზე წვდომა და დარგის ლიდერებად ჩამოყალიბება. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა — ეს არის ინვესტიცია მომავალში, რადგან როდესაც ახალგაზრდა სპეციალისტს განვითარების შესაძლებლობას აძლევ, რეალურად აძლიერებ მთლიანად ჯანდაცვის სისტემას. გვჯერა, რომ სწორედ ცოდნის გაზიარებით იქმნება პროგრესი და ძლიერდება მომავალი“, — აცხადებს ნინო განუგრავა, როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პროგრამის პრეზენტაცია და პანელური შეხვედრა, სადაც მონაწილეები გაეცნობიან NGS-ის ხედვასა და განვითარების მიმართულებებს. ასევე გაიმართება პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების ცერემონია.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეები იხილავენ სპეციალურად NGS-ისთვის შექმნილ ვიდეოს, ხოლო მოწვეული სპიკერი მედეა ტაბატაძე მასტერკლასს ჩაატარებს თემაზე — პროფესიული განვითარება, მოტივაცია და შესაძლებლობების სწორად გამოყენება სწრაფად ცვალებად გარემოში.

NGS-ის საგანმანათლებლო პროექტის ოფიციალური წარდგენის ღონისძიებას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესორები და ახალგაზრდა ექიმები დაესწრებიან.

Next Gen Specialists (NGS) წარმოადგენს პლატფორმას მათთვის, ვისაც სურს გახდეს დარგის ლიდერი. იგი მომავალი თაობის ექიმებს სთავაზობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ვებგვერდზე: www.ngs.com.ge

 

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები