2026-04-20

20:34

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

20-04-2026 11:21

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო.

კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. 

სავალდებულოა20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის). 

2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთნაცვლად ერთი საგნის გამოცდისადარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვეუფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები. 

კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონრომ ვერ აირჩევენ იმ საგნებსრომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორისთუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე). 

მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარსრომლის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობითკერძოდონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით. 

კანდიდატებმარომელთაც სპეციალური საგამოცდო პირობები სჭირდებათრეგისტრაციის პროცესში უნდა მონიშნონ შესაბამისი გრაფა და მაისის 18:00 საათამდე ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგინონ. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსყურადღებით გაეცნონ გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ, - ნათქვამია განცახედაბში

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები