2026-03-27

13:33

მცხეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

27-03-2026 11:48

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავეს. 

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ - 1974 წელს დაბადებულ პ.დ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ფიზიკურად იძალადა მასზე და ასევე, ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ზ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 137-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები