2026-03-26

15:55

საქართველოში უცხოელებზე გაცემული მართვის მოწმობების 36% რუსებზე მოდის - როგორია სტატისტიკა

26-03-2026 14:01

საქართველოში უცხოელებზე გაცემული მართვის მოწმობების ყველაზე დიდი წილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 694 მართვის მოწმობა გაიცა, აქედან 36%, ანუ 251 რუსეთის მოქალაქეებმა აიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 128 მოქალაქემ აიღო, 2023 წელს კი 99-მა.

ქართული მართვის მოწმობების რაოდენობით მეორე ადგილზე არიან პაკისტანის მოქალაქეები, ხუთეულში შედიან ინდოეთის, ბელარუსის, უკრაინის მოქალაქეები.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ top-10 ქვეყანას, რომლის მოქალაქეებმაც 2025 წელს საქართველოში მართვის მოწმობა აიღეს:

  • რუსეთი - 251
  • პაკისტანი - 87
  • ინდოეთი - 86
  • ბელარუსი - 79
  • უკრაინა - 47
  • აზერბაიჯანი - 27
  • ირანი - 14
  • თურქეთი - 11
  • იორდანია - 11
  • ნეპალი - 9

საერთო ჯამში, 2025 წელს საქართველოში 29 647 მართვის მოწმობა გაიცა.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები