2026-03-26

15:53

მოკლული მასწავლებლის დედა სასამართლოში - მკვლელებს ჩემი მოსმენა მოუწევთ

26-03-2026 11:47

მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა! - ქვას ქვაზე დავადუღებ! - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მან სასამართლო სხდომაზე ბოლო სიტყვა უნდა წარმოთქვას, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ.

სხდომაზე იმყოფებიან ასევე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანები და ადვოკატები. საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი იხილავს.

„მაშინ, როცა გგონია, რომ არაფერი გაგვაკვირვებს მკვლელების მხრიდან, ასე არ არის. მათ ყოველ ჯერზე შეუძლიათ ჩემი გაკვირვებაც კი.

მე დღეს უნდა დავკითხულიყავი, როგორც მოწმე და მათ ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს.

მე სულ ბოლოს უნდა მეთქვა სიტყვა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის. ეს ამბავი წუხელ ძალიან გვიან გავიგე. ამიტომ, ვითხოვე მოვსულიყავი დღეს. მოვედი და მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა!

გთხოვთ ჟურნალისტებს, ყველა ადვოკატი ჩაწერთ, აბსოლუტურად ყველა! ჰკითხეთ, არ აინტერესებდათ იმ პირის გამოკითხვა და მოსმენა, ვინც მათ კიკინიან ბავშვებს „შეკვეთით იჭერს“, არ აინტერესებთ ჩემი მოსმენა? ნია იმნაძის მოსმენა არ გაინტერესებდათ?! ნია იმნაძე არის გოგონა, ვინც ჩემი შვილი მიწაში ჩააწვინა და ვინც ეს არასრულწლოვანები ციხეში გაუშვა. გოგონას, რომელსაც ჩემი შვილი თურმე სექსუალურად ავიწროებდა, არაფერი ჰქონია თურმე სათქმელი სასამართლო პროცესზე. ყველა ადვოკატს ჰკითხეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი ნია იმნაძის და სხვ დანარჩენების. მადლობა თანამბრძოლისთვის. ქვას ქვაზე დავადუღებ!- განაცხადა ეკა კუპატაძემ.

მან სასამართლო პროცესზე, თავისი შვილის, გიგა ავალიანის წიგნები მიიტანა, რითაც როგორც თავად ამბობს, სურს, წარმოაჩინოს „ვინ იყო მისი შვილი და როგორი შვილი მოუკლეს".

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები