2026-03-24

14:53

შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა

24-03-2026 12:55

არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პროქართველობისა, ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროტესტში მყოფმა ჯგუფმა გლოვის დღეებშიც არ შეწყვიტა კათოლიკოს-პატრიარქის დაკნინება.

„ცალკე გამოსაყოფია ის ჯგუფი, რომელიც დღეს პროტესტშია. ამ დღეებში ჩვენ მათი სახე ვნახეთ. ვნახეთ, რომ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება. ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ქართული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, მაშინ როცა ერი იმყოფება მწუხარებაში. ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი. აი, ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი იმ ასობით ათას ქართველს შორის, რომელიც საათობით იდგა რიგში, რათა პატივი მიეგო ჩვენი პატრიარქისთვის და პროტესტში მყოფ იმ რამდენიმე ასეულ ადამიანს შორის, რომლებმაც პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად.
მე წლიურ ანგარიშშიც ვთქვი და ამ დღეებშიც დადასტურდა – არ არსებობს არანაირი პრო,

გარდა პროქართველობისა. ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული. სწორედ ეს დაგვანახა პროტესტში მყოფმა მცირე ჯგუფმა. როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ნებისმიერი სხვა პოროორიენტაცია, არის ანტიქართული. ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ყველაფრისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები