2026-03-19

18:28

მიხეილ სააკაშვილი - ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ

19-03-2026 14:24

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გასვენებაში მიიყვანონ.

„ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები