ვიქტორ ორბანი - "მე არ დავუჭერ მხარს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ იქნება, სანამ უნგრელები კუთვნილი ნავთობის მიღებას ვერ შეძლებენ"
ევროკავშირში პროუკრაინულ გადაწყვეტილებებს მხარს არ დავუჭერ, ვიდრე "დრუჟბას" ნავთობსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება არ აღდგება - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ლიდერები ევროპული საბჭოს სამიტში მონაწილეობისთვის შეიკრიბნენ.
"ჩვენ გვსურს უკრაინელებისგან მივიღოთ ჩვენი ნავთობი, რომელიც... უკრაინელების მიერ არის დაბლოკილი. მე არასდროს დავუჭერ მხარს აქ რაიმე სახის გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ იქნება, სანამ უნგრელები ვერ შეძლებენ კუთვნილი ნავთობის მიღებას" - განაცხადა ორბანმა. ამასთან, როდესაც მას დასაზუსტებლად დაუსვეს კიტხვა, არსებობს თუ არა სხვა ვარიანტი შეთანხმების მისაღწევად, უნგრეთის პრემიერმა უპასუხა რომ: "არა".
"ჩვენ მზად ვართ, უკრაინას მხარი დავუჭიროთ, როგორც კი მათ მიერ დაბლოკილ ნავთობს მივიღებთ", - განაცხადა ორბანმა.
"ეს პოლიტიკური თამაში ან ხუმრობა არ არის. ზელენსკიმ უნდა გაიგოს, რომ ეს თამაში არ არის. უნგრეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნავთობი მივიღოთ", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნანახია: 25
მსგავსი სიახლეები
clickss