გივი თარგამაძე - ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, არაფერი დასასაბუთებელი არ მაქვს
გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. უწყებას მასთან კითხვები აქვს სავარაუდოდ იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც 319 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. საქმე ეხება მის საჯარო განცხადებებს ირანთან დაკავშირებით.
გამოკითხვაზე შესვლამდე თარგამაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "დასასაბუთებელი არაფერი აქვს", რადგან მისი განცხადებები ღია წყაროებს ეფუძნებოდა.
"ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს.
ეს არის საფრთხე ზუსტად, როდესაც ტერორიზმის გამო სანქცირებული უნივერსიტეტი მუშაობს, ჯგრიალებს ამ ქვეყანაში, ზუსტად ამ პირობებში, ეს არის საფრთხე, რა თქმა უნდა," - განაცხადა გივი თარგამაძემ.
ამავე საქმეზე მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ გიორგი კანდელაკი, თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე. სუს-ში იმყოფებოდნენ ვახტანგ კაპანაძე და გია ხუხაშვილიც.
ნანახია: 16
მსგავსი სიახლეები
clickss