2026-03-10

13:06

პოლიციამ თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

10-03-2026 11:28

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით  წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.ვ. თბილისში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს და ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ა.ვ. მალევე დააკავა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები